თურქეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, თურქი სამხედროები აზერბაიჯანში უკვე გაემგზავრნენ
თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი აცხადებს, რომ თურქი სამხედროები, რომლებიც მთიან ყარაბაღში რუსეთ-თურქეთის ერთობლივი მონიტორინგის ცენტრში იმუშავებენ, აზერბაიჯანში უკვე გაემგზავრნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას თურქული გამოცემა „ანადოლუ“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა მედიასთან შემაჯამებელ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მონიტორინგის ერთობლივი ცენტრის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ცენტრში თურქეთის შეიარაღებული ძალების გენერალი და 35 ოფიცერი იმსახურებს.

წყარო:report.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები