ილონ მასკს მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანის სტატუსი აღარ აქვს
SpaceX-ისა და Tesla-ს ხელმძღვანელმა ილონ მასკმა Forbes-ის რეიტინგში, პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანის სტატუსი ვერ შეინარჩუნა, ხოლო Bloomberg-ის მიერ გამოანგარიშებული მილიარდერების ინდექსითб ის კვლავ პირველ ადგილზეა.

Forbes-ის თანახმად, მასკის ქონება დღეში 13.5 მილიარდი დოლარით შემცირდა და 176.2 მილიარდი დოლარი შეადგინა. იგი მეორე ადგილზე გადავიდა. პირველი ადგილი ისევ Amazon- ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა დაიკავა, რომლის ქონებაც 182,1 მილიარდ დოლარად შეფასდა.

Forbes-ის რეიტინგში მესამე ადგილზეა Louis Vuitton Moët Hennessy-ის პრეზიდენტი ბერნარდ არნო 154,6 მილიარდი დოლარით, მეოთხე ადგილი დაიკავა Microsoft-ის დამფუძნებელმა ბილ გეითსმა 121,4 მილიარდი დოლარით, ხოლო მეხუთე ადგილზეა Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი 94 მილიარდი დოლარის ქონებით.

წყარო: Report.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები