მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 2 მილიონს
გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს worldometers აქვეყნებს.
ამასთან, პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით მსოფლიოში 93.5
მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ
კი 66.7 მილიონს მიაღწია. ამ დროისთვის კოვიდ 19-ით ინფიცირების 24
709 866 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.
კორონავირუსით დაინფიცირებულების რაოდენობით აშშ ლიდერობს, მეორე
ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს - რუსეთი,
მეხუთეზე კი - დიდი ბრიტანეთია.
წყარო: report.ge