აზერბაიჯანში დღეს COVID-19-ზე ვაქცინაცია იწყება
აზერბაიჯანში დღეიდან COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება. აცრები უფასოა (ღირებულებას სახელმწიფო ფარავს) და ნებაყოფლობითია.

აზერბაიჯანმა ჩინური წარმოების ვაქცინის Sinovac 4 მილიონი დოზა შეიძინა. ერთი ადამიანი ვაქცინის ორ დოზას მიიღებს. ვაქცინის მეორე დოზა პირველი დოზის მიღებიდან 21 დღის შემდეგ გაიცემა.

პირველ ეტაპზე ვაქცინაცია მხოლოდ სახელმწიფო საავადმყოფოებში იგეგმება. ვაქცინები "ცივი ჯაჭვის" პირობებში, სპეციალურ სათავსებში ინახება.

უპირველეს ყოვლისა, ვაქცინაცია მაღალი რისკის მქონე ადამიანებს ჩაუტარდება, ესენია: ჯანდაცვის მუშაკები; 65 წელს გადაცილებული პირები; სამართალდამცავი ორგანოების მიერ ანტიეპიდემიურ ზომებში მონაწილე პერსონალი.

ვაქცინაციის მეორე ეტაპი მოიცავს სამედიცინო თვალსაზრისით მომატებული რისკის მქონე მოქალაქეთა ჯგუფს: ქრონიკული რესპირატორული დაავადებების, ჰემოდიალიზის, დიაბეტის, სიმსუქნის მქონე პირები; 50 წელს გადაცილებული პირები, სულ მცირე, ერთი ქრონიკული დაავადებით; განათლებისა და სოციალური უზრუნველყოფის სფეროს მუშაკები, რომლებიც სოციალურ დაწესებულებებში მუდმივად ცხოვრობენ, ASAN Xidmət და DOST ცენტრების თანამშრომლები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სექტორები, ოპერატორები და სატელეკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლები, საფოსტო და საბანკო სექტორის თანამშრომლები, რომლებიც უშუალო კავშირში არიან მოსახლეობასთან; პირები, ვინც რისკის პირობებში მუშაობენ (საზოგადოების ფუნქციონირებისთვის აუცილებელი სფეროების თანამშრომლები - ეროვნული და რეგიონული უსაფრთხოების, იუსტიციის, ფინანსების და ა.შ.).

ამასთან, აზერბაიჯანში დღეიდან გამკაცრებული სპეციალური საკარანტინო რეჟიმის შემსუბუქდა.

დღეიდან ძალაში შედის მინისტრთა კაბინეტის ოპერატიული შტაბის დადგენილება გამკაცრებული სპეციალური საკარანტინო რეჟიმის პირობებში გარკვეული შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ. მოქალაქეებს საცხოვრებელი სახლების დასატოვებლად SMS-ნებართვის მიღება აღარ სჭირდებათ.

მუშაობას აახლებს სავაჭრო ობიექტები (გარდა კვების ობიექტების, კაფეების, ჩაის სახლების, ასევე მსხვილი სავაჭრო ცენტრების ტერირორიაზე); სილამაზის სალონები, საპარიკმახერო სალონები; მუზეუმები და საგამოფენო დარბაზები.

დაშვებულია მოძრაობა ქალაქებსა და რეგიონებს შორის.

ბაქოს მეტროპოლიტენი, ჯერჯერობით, ისევ არ იმუშავებს. ამასთან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა სპეციალური საკარანტინო რეჟიმის დასრულებამდე შაბათ-კვირას შეიზღუდება.

ამასთან, აზერბაიჯანში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში, სოციალური დისტანციის დაცვა და სხვა დამცავი საშუალებების გამოყენება.

წყარო:report.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები