დღეიდან აზერბაიჯანში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის
მსურველი მოქალაქეების ონლან რეგისტრაცია იწყება. მსურველები პორტალს
randevu.its.gov.az უნდა ეწვიონ.
სისტემა 65 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის არის განკუთვნილი,
ასევე მათთვის, ვისაც ერთი წლის განმავლობაში COVID-19-ზე ტესტის
დადებითი პასუხი არასოდეს ჰქონია.
ამრიგად, 5 თებერვლიდან, ასაკობრივი ჯგუფების თანმიმდევრობის
გათვალისწინებით, საიტზე დარეგისტრირების შემდეგ, მოქალაქეებს
ვაქცინაციისთვის უახლოესი სამედიცინო პუნქტის არჩევა შეუძლიათ.
რეგისტრაციის შემდეგ, მოქალაქეებს SMS-ით ეცნობებათ, თუ სად და როდის
შეძლებენ ისინი პირველ ეტაპზე აცრის ჩატარებას.
8 თებერვლიდან ამ ასაკობრივი ჯგუფის მოქალაქეებს ვაქცინაცია
ჩაუტარდებათ. ქვეყანას ამ კატეგორიის დაახლოებით 700 000 მოქალაქე
ჰყავს.
წყარო: report.ge