აზერბაიჯანში პოლიციელთა კოვიდ-ვაქცინაცია დაიწყო – Report.az
აზერბაიჯანში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია შსს-ს თანამშრომლებისთვის დაიწყო.

პირველ ეტაპზე, ოფიციციალური ცნობით, პოლიციელები და სწრაფი რეააგირების დანაყოფების წარმომადგენლები აიცრებიან – ისინი, ვინც მოწინავე ხაზზე არიან და მოქალაქეებთან უშუალო შეხება უწევთ.

აზერბაიჯანში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის პირველი ეტაპი ჩინური ფარმაცევტული კომპანია Sinovac-ის ვაქცინით 18 იანვარს დაიწყო. ოფიციალური ინფორმაციით, აზერბაიჯანმა აღნიშნული ვაქცინის 4 მილიონი დოზა იყიდა. თუმცა, ზუსტი რიცხვი, რამდენი მოქალაქე აიცრა ამ ეტაპზე, უცნობია.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები