ქართველი მკვლევარის დღიურები ყარაბაღიდან - დღე მეორე, ჯებრაილი და ფიზული
"რონდელის" ფონდის მკვლევარი ალექსანდრე კვახაძე სოციალუ ქსელში აზერბაიჯანის დეოკუპირებულ ტერიტორიებიდან პოსტებს აქვეყნებს. მკვლევარი აზერბიანის მიერ ორგანიზებულ მედია ტურში იმყოფება. პირველ დღეს ჯგუფმა აღდამი დაათვალიერეს. მეორე დღე კი ფიზული და ჯაბრაილი:

"ყარაბაღი
დღე 2
დღეს მოვინახულე ჯებრაილი და ფიზული. ნგრევის მასშტაბი იგივეა, რაც აღდამში და ამიტომაც ამაზე აღარ დავწერ. ნელნელა თვალიც შეეჩვია ნანგრევებს. ეს ორი რაიონი მთავარი ცხელი წერტილი იყო ყარაბაღის მეორე ომის დროს. ვნახეთ ერთ ერთ სტრატეგიულ სიმაღლეზე აზერბაიჯანის სამხედროების მიერ დაკავებული სომხური შენაერთების საფორტიფიკაციო ნაგებობები. იქვე იყო მიტოვებული შეიარაღება. აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დაიწყო ფიზულიში საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა, რომელიც წლის ბოლოს დასრულდება. ასევე მოვინახულე ჯებრაილის რაიონის სოფელი ჩოჯუქ მერჯანლი და მის მკვიდრებს ვესაუბრე. ამ სოფლის მკვიდრდება 1993 წელს იძულებით დატოვეს სოფელი, რადგან სტრატეგიული სიმაღლე ლალე თეფე დაიკავეს სომხურმა ქვედანაყოფებმა და მის მიდამოებში არ იყო უსაფრთხო დევნილთა დაბრუნება. მაგრამ, როდესაც 2016 წლის 6 დღიანი ომის შედეგად ლალე თეფეს სიმაღლე გათავისუფლდა, შესაძლებელი გახდა დევნილთა დაბრუნება. 2016 წელს აზერბაიჯანის ხელისუფლებამ 1000-ზე მეტი დევნილისთვის წეროვანის მსგავსი სახლები ააშენა და ისინი დააბრუნა.
"

მასალაში გამოქვეყნებული ფოტოები ეკუთვნის კვლევარს ალექსანდრე კვახაძეს:






აზერბაიჯანის მიერ ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ფიზულისა და ჯებრაილის რეგიონებს უცხოური მედიის წარმომადგენლები ეწვივნენ.

საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაში ქართველი ჟურნალისტებიც იღებენ მონაწილეობას.

უცხოელი ჟურნალისტების აზერბაიჯანის მიერ ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ვიზიტი 1 მარტამდე გაგრძელდება.

ჟურნალისტები გათავისუფლებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას გაეცნობიან, კერძოდ, რეგიონებში ელექტრო ქსელების აღდგენის სამუშაოების მიმდინარეობას დააკვირდებიან, ასევე ფიზულის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობისა და "გამარჯვების გზის" სამუშაოებს დაათვალიერებენ.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები