ჩინური გამოცემა Hurun- ის ინფორმაციით, რომელიც Forbes-ის ანალოგია,
Tesla– სა და SpaceX– ის ხელმძღვანელი, მილიარდერი და ფილანტროპი ილონ
მასკი ისევ მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგის
სათავეშია.
სტატიის თანახმად, მისი ქონება წლის განმავლობაში 151 მილიარდი
დოლარით გაიზარდა და 197 მილიარდს მიაღწია. ბიზნესმენმა ძირითადი
შემოსავალი მიიღო Tesla– სგან, სადაც ის აქციების 21% ფლობს.
მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სამეულში ასევე Amazon- ის
დამფუძნებელი და ხელმძღვანელს ჯეფ ბეზოსი და Louis Vuitton Moet
Hennessy-ი ს კომპანიების ჯგუფის პრეზიდენტი ბერნარდ არნო შედიან.
მათი ქონება შესაბამისად 189 მილიარდ და 114 მილიარდ დოლარად არის
შეფასებული.
Hurun– ის რეიტინგის ტოპ 10 – ში პირველად ჩინელი მილიარდერიც შევიდა.
იგი სასმელი წყლის მწარმოებლის Nongfu ბრენდის მფლობელი, 67 წლის ჩჟუნ
შანშანია. 85 მილიარდიანი ქონებით იგი რეიტინგში მეშვიდე ადგილს
იკავებს.
წყარო: report.ge