Pfizer-მა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდა ბავშვებში დაიწყო
კომპანია Pfizer-მა განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდა 6 თვიდან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში დაიწყო. ამერიკელი ექსპერტები და ჯანდაცვის სფეროს მუშაკები თვლიან, რომ ვაქცინაციის გარეშე ბავშვებში COVID-19-ისადმი კოლექტიური იმუნიტეტის ფორმირება ქვეყანაში ვერ მოხდება. ინფორმაციას CNBC ავრცელებს.

კომპანიამ განაცხადა, რომ კვლევების პირველი მონაწილეები პრეპარატით უკვე აიცრნენ. პირველ ეტაპზე ცდებში 144 ბავშვი მიიღებს მონაწილეობას.

კვლევების ფარგლებში შესწავლილი იქნება სამი ასაკობრივი ჯგუფის დოზირება. საუბარია ბავშვებზე 6 თვიდან 2 წლამდე, 2-დან 5 წლამდე და 5-დან 11 წლამდე.

ზრდასრული ადამიანებისთვის ვაქცინა ორი დოზის შეყვანას ითვალისწინებს, თითო 30 მიკროგრამს შეიცავს. ბავშვებისთვის კი საწყისი დოზირება 10 მიკროგრამით განისაზღვრა.

”Pfizer–ს აქვს დიდი გამოცდილება ბავშვებსა და ახალშობილებში ვაქცინების კლინიკური გამოკვლევების წინსვლაში და ცდილობს, გააუმჯობესოს ბავშვთა ჯანმრთელობა და კეთილდღეობა გულდასმით შემუშავებული კლინიკური გამოკვლევების მეშვეობით”,
- განაცხადეს კომპანიაში

წყარო: report.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები