აზერბაიჯანის მედიის ორი თანამშრომელი ნაღმზე აფეთქდა - VIDEO
13:48 / 04.06.2021
აზერბაიჯანის ტელევიზიის „AzTV“-ის ოპერატორი სირაჯ აბიშოვი და
საინფორმაციო სააგენტო "აზერტაჯის“ თანამშრომელი მაჰერამ იბრაჰიმოვი
ქელბაჯარის რაიონში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ნაღმზე
აფეთქდნენ. შედეგად ორივე მათგანი დაიღუპა.
ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
ინციდენტის დროს ავტომობილის მძღოლი ემინ მამედოვი და კიდევ ერთი
ადგილობრივი მკვიდრი დაიჭრნენ.