მედია - საფრანგეთის სანაპიროებთან, სულ მცირე 27 მიგრანტი დაიღუპა
სულ მცირე, 27 მიგრანტი დაიღუპა საფრანგეთის სანაპიროსთან ნავის ჩაძირვის შედეგად. ამის შესახებ ფრანგული მედია პოლიციაში წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

შემთხვევა პა დე კალეს სრუტესთან მოხდა.

ტელეარხი BFM TV იუწყება, რომ ნავი, რომლითაც მიგრანტებს დიდ ბრიტანეთამდე სურდათ მიღწევა, ამოტრიალდა.

მედია წერს, რომ ადგილზე გაემგზავრა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ჟერალდ დარმანენი.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია