ავღანეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა, „თალიბანი“ საერთაშორისო დახმარებას ითხოვს
ავღანეთში, რომელიც დამანგრეველი მიწისძვრის შედეგებს ებრძვის, „თალიბანი“ საერთაშორისო დახმარებას ითხოვს.

BBC-ი წერს, რომ ავღანეთი ჰუმანიტარული და ეკონომიკური კრიზისის შუაგულშია და „თალიბანის“ მაღალჩინოსანმა, აბდულ ქაჰარ ბალხიმ განაცხადა, რომ მთავრობა „ვერ შეძლებს ხალხის დახმარებას ფინანსურად ისე, როგორც საჭიროა“.

ბოლო მონაცემებით, 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაღუპულია 1 000-ზე მეტი და დაშავებულია 1 500-მდე ადამიანი. ამასთან, ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანია ნანგრევებში მოყოლილი. ყველაზე მეტად პაკტიკას პროვინცია დაზარალდა. გადარჩენილებმა და მაშველებმა BBC-ს განუცხადეს, რომ მიწისძვრის ეპიცენტრის მახლობლად სოფლები მთლიანად განადგურებულია. ისინი ფიქრობენ, რომ მსხვერპლის რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია