სომხეთსა აზერბაიჯანში TikTok დროებით აიკძალა
აზერბაიჯანმა და სომხეთმა ჩინური მოკლემეტრაჟიანი ვიდეოების პორტალი, TikTok სამი დღის წინ დროებით აკრძალეს.


მიზეზი მხარეებს შორის შეტაკებები და სახალხო პროტესტია.

ამჟამად პორტალზე წვდომა მეტწილად აღდგენილია.

სომხეთსა და აზერბაიჯანში ფიქრობენ, რომ პორტალზე შესაძლოა, ვრცელდებოდეს გადაუმოწმებელი ან მოწინააღმდეგის მიერ გავრცელებული კადრები, რომელმაც შესაძლოა, მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანოს.

მხარეებს შორის დაპირისპირება 12 სექტემბერს განახლდა. დაპირისპირებას ორივე მხარის 170-ზე მეტი ჯარისკაცი ემსხვერპლა.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები