თურქეთში 4.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
თურქეთის ქაჰრამანმარას პროვინციაში 4.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, - ინფორმაციას მედიასაშუალებები თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებენ.

მათივე ინფორმაციით, მიწისძვრა ეპიცენტრი გოქსუნის რაიონში დაფიქსირდა და მიწისძვრის კერის სიღრმე 7.34 კმ იყო.

შეგახსენებთ, თურქეთში 2023 წლის 6 თებერვალს მომხდარ 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას 48 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები