ვაკეში ერთი ადამიანი დაჭრეს
14:30 / 14.01.2019
რუსთავი2 იუწყება, რომ თბილისში, ვაკეში,
მცხეთის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით ერთი ადამიანი ფეხში
დაჭრეს.
შინაგან საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით, გამოძიება ორი —
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებითა (117-ე) და ცეცხლსასროლი
იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების (236-ე) — მუხლით
მიმდინარეობს.