ვანის რაიონის სოფელ სულორში მამის მკვლელობის
ბრალდებით შსს-მ შვილი დააკავა.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ბრალდებულლმა ურთიერთშელაპარაკების
ნიადაგზე მამას სხეულზე სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა
და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზინაბებეის გამო კაცი
ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც შსს-ში აცხადებენ, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში
დააკავეს და ის დანაშაულს აღიარებს.
მომხდარზე გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ
მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11
პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.