სიღნაღის მუნიციპალიტეტში ავარიისას ქვეითად მოსიარულე მძიმედ დაშავდა
13:06 / 29.01.2019
სიღნაღის მუნიციპალიტეტში ავარიის დროს ქვეითად
მოსიარულე მძიმედ დაშავდა.
სოფელ ჯუგაანში 30 წლამდე ქალს მანქანა დაეჯახა
რა დროსაც მან სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო. დაშავებული
თავდაპირველად წნორის „არქიმედეს კლინიკაში“ მოათავსეს, მოგვიანებით
კი, თბილისში გადმოიყვანეს. შემთხვევა წუხელ მოხდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი
ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან
ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.