ვერცხლის ქუჩაზე დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
თბილისში, ვერცხლის ქუჩაზე მომხდარი სროლისას დაჭრილ მამაკაცს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა .

აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რესპუბლიკურ საავადმყოფოში განუცხადეს.

როგორც საავადმყოფოში განმარტავენ, მამაკაცს, რომელიც გუშინ მათთან შეიყვანეს, ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა მიყენებული. დაჭრილი პირი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება და მისი მდგომარეობა მძიმეა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ვერცხლის ქუჩაზე სროლისას, ერთი პირი, ზვიად ჯაფარიძე დაიღუპა, ერთი მამაკაცი კი დაიჭრა.

არსებული ინფორმაციით, ზვიად ჯაფარიძეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ის წარსულში არაერთგზის ნასამართლევი პირი იყო, შესაბამისად, არ გამორიცხავენ, მკვლელობა შურისძიებას უკავშირდებოდეს.

მომხდართან დაკავშირებით, სამართალდამცავებს არავინ დაუკავებიათ.

საქმის ძიება სისხლის სამართლის კოდექის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები