საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ხუთი ფაქტი გამოავლინა
15:37 / 27.02.2019
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო
სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის
წარმომადგენლებთან კოორდინაციით,გატარებული ღონისძიებების შედეგად საქართველოს
სხვადასხვა რეგიონში მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის
აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ხუთი ფაქტი
გამოავლინეს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამეგრელო-ზემო სვანეთის, კახეთის
და ქვემო ქართლის რეგიონებში, დანაშაულში მხილებული პირებისგან
ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი 3 250 კოლოფი სხვადასხვა
დასახელების უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 12
000 ლარს აღემატება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
მე-200 მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს
თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.