ვახუშტის ხიდთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

თბილისში, ვახუშტის ხიდთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.



როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა. უწყების ცნობითვე, ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავდა ასევე სამი ადამიანი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს.


 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები