შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის
დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული
ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების
შედეგად,
1967
წელს დაბადებული ა. ჭ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის
უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 3-დან 6
წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის
შედეგად, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და საბრძოლო ვაზნები
ამოიღეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის
მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, სისხლის სამართლის
კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.
წყარო:
police.ge