„აქტუალური თემა“ - სახელმწიფო კონტროლი საქონლის დაკვლასა და ხორცით ვაჭრობაზე
"აქტუალური თემა" - ვსაუბრობთ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის - DCFTA-ს ფარგლებშ სურსათის უვნებლობის მოთხოვნებისა და სახელმწიფო კონტროლის მექანიზმებზე საქონლის დაკვლისა და ხორცით ვაჭრობისას.

სურსათის ეროვნული სააგენტო და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია - FAO, მოსახლეობას მოუწოდებენ, თავი შეიკავონ ხორცის და ხორც პროდუქტების შეძენისგან, ისეთ ადგილებში, სადაც ჰიგიენური ნორმები და ხორცის შენახვის პირობები დაცული არაა.

დღევანდელი გადაცემის სტუმართან, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ორგანიზაციები, როგორც სოფლად ეკონომიკის განვითარების ვექტორების“ კონსულტანტ მაია ბერუაშვილთან ერთად განვიხილავთ ისეთ საკითხებს, როგორიცაა სახელმწიფო მოთხოვნები სურსათის უვნებლობის კუთხით და კონტოლის მექანიზმები საქონლის დაკვლისა და ხორცით ვაჭრობის შესახებ, ვისაუბრებთ თუ რაა სურსათის უვნებლობის მიკრობიოლოგიური მაჩვენებელი და რა ვალდებულებები და პასუხისმგებლობები ეკისრებათ ხორცით მოვაჭრეებს.

უფრო ვრცლად მოუსმინეთ გადაცემის ჩანაწერს.




Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები