აუცილებელია თუ არა ფიტოსანიტარული სერთიფიკატი ფერმერული პროდუქციისთვის




„აქტუალური თემა“ - ვსაუბრობთ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის - DCFTA და კანონმდებლობითი ცვლილებები სასოფლო სამეურნეო პროდუქციაში.

ახალი რეგულაციების თანახმად, ფერმერებს ფიტოსანიტარული სერთიფიკატის აღება მოუწევთ, რამაც პროდუქტის სიჯანსაღეში და უვნებლობაში უნდა დაგვარწმუნოს.

ჩვენი გადაცემის სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ იმ რეგულაციების შესახებ რაც ფიტოსანიტარიის რეფორმას გულისხმობს საქართველოში და მცენარეული პროდუქციით ვაჭრობაზე ახალი რეგულაციებს აწესებს. არასამთავრობო ორგანიზაცია „ფიფელ ინ ნიდ“-ის ტრენერი დავით ცომაია განმარტავს, რომ მცენარეული პროდუქცია, რომელიც გამოტანილი იქნება ბაზარზე არ აქვს მნიშვნელობა ეს სასურსათო, სანერგე თუ სათესლე მასალა იქნება, ყველას უნდა ჰქონდეს სპეციალური სერთიფიკატი.

გადაცემის მეორე სტუმარი კი საქართველოს ფერმერთა ასოციაციის სერთიფიცირების სპეციალისტი ილია კუნჭულიაა, რომელიც პირველადი მწარმოებლებითვის სასუქების გამოყენების სწორ მიდგომებს გვაცნობს და ბიო საწარმოების უპირატესობაზე საუბრობს.



Print