აქტუალური თემა - ეთნიკური უმცირესობების კულტურის შენარჩუნება ინტეგრაციის ჟამს
საქართველოს სამოქალაქო ცხოვრებაში ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის პროცესზე ძალიან ხშირად ვსაუბრობთ. ენა, კულტურა, ლიტერატურა - აქედან იწყება ინტეგრაცია და გზა სრულფასოვან მოქალაქეობამდე. თუმცა, ამ პროცესში საქართველოში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე ეთნიკური უმცირესობები საკუთარი კულტურისა და ენის დაკარგვის საშიშროებას ხედავენ.

მარნეულის მუნიციპალიტეტში საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების ყველაზე დიდი დასახლებაა. მარნეულის 78% ეთნიკურ აზერბაიჯანელებს წარმოადგენს.

რეგიონში სულ იდგა ქართულ საზოგადოებაში, ენის, კულტურის სფეროებში უმცირესობების ჩართვისდა პარალელურად იდენტობის შენარჩუნების საკითხი. ვინ უნდა უზრუნველყოს საქართველოში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობების იდენტობა? თავად უმცირესობებმა თუ სახლემწიფომ? 

მარნეულის კულტურის ცენტრის დირექტორი ნატო შავიშვილი ანგარიშის წარდგენისას სიამაყით ამბობს, რომ კულტურის სახლის ბენეფიციარებს ეროვნებით არ არჩევს. ცენტრს აქვს უამრავი სერვისი და კულტურისა და რელიგიის მიუხედავად, ნებისმიერს შეუძლია ისარგებლოს. კულტურის ცენტრში ეთნიკურად აზერბაიჯანელი თანამშრომლები არ ჰყავთ. უფრო სწორად ჰყავთ, 34 დასაქმებული. თუმცა არც ერთი მათგანი არ არის დასაქმებული შემოქმედით პროცესში და ტექნიკური თანამსრომელია. 




იმ ქვეყანაში, სადაც არსებობს ეთნიკური, რელიგიური და ენობრივი უმცირესობები, პირებს, რომლებიც ასეთ უმცირესობას განეკუთვნებიან, არ შეიძლება უარი ეთქვათ უფლებაზე, იმავე ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად ისარგებლონ თავიანთი კულტურით, აღიარონ და აღასრულონ თავიანთი რელიგია ან გამოიყენონ მათი მშობლიური ენა.

27-ე მუხლით დაცულ უფლებას არ აქვს მხოლოდ ინდივიდუალური ხასიათი, არამედ მოითხოვს სახელმწიფოს მიერ პოზიტიური ვალდებულებების შესრულებას კოლექტიურად, ეთნიკური ჯგუფის მიმართაც.

მარნეულის კულტურიც ცენტრის ხელმძღვანელობა,მ აქტივისტების ხმამაღალი განცხადებების შემდეგ, ჩვენთან საუბრისას თქვეს, რომ კულტურის სახლში აზერბაიჯანული ფოლკლორის კურსები გაიხსნება, თუმცა ოფიციალური განცხადება მოსახლეობისთვის არ გაუკეთებიათ.


გადაცემის აუდიო ვერსიის მოსმენა სეგიძლიათ ქვემოთ მოცემულ ბმულზე:

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები