„აქტუალური თემა“ - მარნეულის ტურისტული პოტენციალი
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია 2020 წელს იმირის გადაჭრილ გორაზე სამუშაოების დაწყებას გეგმავს. გადაჭრილი გორა, რომელიც მარნეულში მდებარეობს, ყურძნის უძველესი მეურნეობისა და ღვინის დამზადების ადგილია. აქ აღმოჩენილია 8 000 წლის წინანდელი ყურძნის წიპწები.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურისა და სპორტის სამსახურის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ელგუჯა კუპატაძე ჩვენს ეთერში საუბრობს, თუ რა ტურისტული პოტენციალი გააჩნია მარნეულს და რას გეგმავს მუნიციპალიტეტი ტურისტების მოზიდვისათვის.

ერთადერთი საერთაშორისო მასშტაბის პროექტი, რომელიც მარნეულში ტურისტული განვითარების კუთხითაც მუშაობს ფესტივალი One Caucasus-ია. ფესტივალზე, რომელიც ორმოცდაათამდე საერთაშორისო მოხალისის მიერაა ორგანიზებული, ყოველწლიურად ასობით ადამიანი ჩამოდის.

One Caucasus-ის სამომავლო გეგმებისა და მარნეულის ტურისტული მიმართულებით განვითარების ხედვებსა და გეგმებზე ჩვენ ფესტივალის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ელენე ბაბაქიშვილი გვესაუბრა.

გადაცემის აუდიო ვერსიის მოსმენა შეგიძლიათ ამ ბმულზე ↓




გადაცემის ვიდეო ვერსიის ყურება შეგიძლიათ ამ ბმულზე ↓



რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები