სიახლე
სსმ მოსწავლეები სრულ იზოლაციაში, სკოლის და სახელმწიფოს ყურადღების მიღმა
თითქმის ერთი წელია განათლების სისტემამ ვირტუალურ სივრცეში გადაინაცვლა. მარნეულის სკოლებში სწავლების ახალ მოდელზე გადასვლამ ბერი პრობლემა გამოკვეთა, მათ შორის ინტერნეტიზაციის, ტექნოლოგიებზე ხელმიუწვდომლობის, საზოგადოების ნაწილის კომპიუტერთან მუშაობის სუსტი უნარ-ჩვევების. ეს პრობლემა კიდევ უფრო მწვავედ დგას ინკლუზიურ განათლების შემთხვევაში. მათთვის, ვისთვისაც პირდაპირი კომუნიკაცია და ყოველდღიური განვითარება აუცილებელია. მარნეულის 74 საჯარო სკოლაში შეზღუდული შესაძლებლობის და სპეციალური საჭიროების მქონე 150 - მდე ბავშვი სწავლობს.

გადაცემა „აქტუალურ თემაში“ ვსაუბრობთ თუ რა გამოწვევის წიაშე დგანან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები ონლაინსწავლებაში და როგორ ზრუნავს მათზე სახელმწიფო.

გადაცემის სტუმრები არიან სსმ ბავშის მშობელი მურად ლომსანიძე, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე, ანა აბაშიძე და „ბავში, ოჯახი, საზოგადოებას“ თავმჯდომარე მაია ბიბილეიშვილი.

ვრცლად მოუსმინეთ გადაცემას:

MarneuliFM · სსმ მოსწავლეები სრულ იზოლაციაში, სკოლის და სახელმწიფოს ყურადღების მიღმა
| Print |