როგორ მოვემზადოთ ვაქცინაციისთვის და რა უნდა ვიცოდეთ მის შემდგომ პერიოდზე - აქტუალური თემა
ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს კოვიდ 19-ის საწინაღმდეგო ვაქცინაციის შესახებ. გადაცემები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის, ევროკავშირისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით მზადდება. პირველ და მეორე გადაცემებში ვისაუბრეთ ვაქცინების გვერდით მოვლენებსა და ალერგიულ რეაქციებზე და თუ როგორ განსხვავდება ვაქცინები ერთმანეთისაგან. დღევანდელი გადაცემის თემაა „როგორ მოვემზადოთ ვაქცინაციისთვის და რა უნდა ვიცოდეთ მის შემდგომ პერიოდზე“.

მარნეულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ვაქცინაცია „ჯეო ჰოსპიტალსის“ მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში მიმდინარეობს. გადაცემის სტუმართან მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორ იოსებ მგალობლიშვილთან ერთად ვსაუბრობთ, თუ როგორ მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი მუნიციპალიტეტში და რომელი ვაქცინებით შეუძლიათ მოქალაქეებს აცრა.

რადიო "მარნეული"

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები