ბაღის გარეშე დარჩენილი ბავშვები მარნეულში - გადაცემა
ოთხი წლის ზაბითი, მინაია, ზამინი, ბაჰარი, სუნარი, საფურა, თუნჯაი და კიდევ რამდენიმე მათი თანატალი 15 სეტქტემბერს ბაღში ვერ წავიდა. სააღმზრდელო დაწესებულება პირველ ქესალოში მცხოვრებლებს არ აქვთ, მათ სოფელთან ახლოს მდებარე ბაღში კი ადგილები შევსებულია. მოსახლეობა ამბობს, რომ წლებია ამ ვითარებას შეგუებულები არიან. სახლში გამოკეტილ ბავშვებს ხშირად ქუჩაში სიარულით ან სილაში თამაშით თუ გაართობენ. ერთად შეკრებაც იშვიათი ფუფუნებაა იმ ფონზე, როდესაც სოფელში მცხოვრები ოჯახები მესაქონლეობით ან მებაღეობით არიან დაკავებულები. ადგილობრივები ამბობენ, რომ იმ საბაზისო უნარებს, რასაც სააღმზრდელო დაწესებულება მათში უნდა დებდეს სახლში ვერ აძლევენ.

ქესალო ერთადერთი სოფელი არაა მარნეულში, სადაც საბავშვო ბაღების პრობლემა აქვთ. მუნიციპალიტეტის მასშატბით სულ 84 სოფელია, სააღმზრდელო დაწესებულება კი მხოლოდ 14. გადაცემაში ვსაუბრობთ მარნეულის ბაღებში არსებულ პრობლემებზე და სკოლამდელი განათლების მიღმა დარჩენილ აღსაზრდელებზე. ამ საკითხების განსახილველად სტუმრად მოვიწვიეთ გაეროს ბავშვთა ფონდის ადრეული განათლების სპეციალისტი ანა ჯანელიძე და მარეულის N2 და N5 საჯარო სკოლების პედაგოგი, თემურ სუყაშვილი.

ვრცლად უყურეთ გადაცემას: 


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები