ახალგაზრდები და მათი გამოწვევები მარნეულში - აქტუალური თემა
სივრცეები თავისუფალი დროსი გასატარებლად, ტრანსპორტი სტუდენტებისათვის, ინფორმირებულობა საერთაშორისო და ადგილობრივი პროგრამების შესახებ - ეს ის ძირითადი საკითხებია რასაც დღეს გადაცემის სტუმრებთან განვიხილავთ. გადაცემის სტუმრები არიან მარნეულის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროსი ნინო დეკანოიძე, მარნუელის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორი მარიამ სამხარაძე და სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრის წარმომადგენელი ნაშირ ორდუხანოვი.



სტუდენტების მგზავრობის პრობლემასთან დაკავშირებით ინფორმაცია აქვთ მარნეულის მერიაშიც. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროსმა ნინო დეკანოიძემ განაცხადა, რომ პანდემიის დაწყებამდე, 2020 წელს, ადგილობრივ თვითმმართველობას მოლაპარაკებები ჰქონდა საქართველოს რკინიგზასა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიასთან, რათა შემუშავებულიყო სტუდენტთა მგზავრობის ერთიანი მიდგომა. დეკანოიძის განმარტებით, ამ მიმართულებით სამუშაოები მას შემდეგ შეჩერდა რაც უნივერსიტეტები სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავიდნენ. ამ ეტაპისათვის მარნეულის მუნიციპალიტეტი ახალ ახალგაზრულ პროგრამას ქმნის, რომელიც 2023 წლიდან უნდა ამოქმედდეს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები