კორონავირუსის ვაქცინაციის პროცესი მარნეულში - აქტუალური თემა
კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების მოხსნა საქართველოს ხელისუფლებამ 2022 წლის დასაწყისიდან დაიწყო. პანდემიის აქტიური ფაზის დროს საქართველოს მასშტაბით ვაქცინაციის პროცესი რთულად მიმდინარეობდა და ქვეყანამ ვერ შეასრულა მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაცია. ხოლო ახლა, როდესაც შეზღუდვები მოხსნილია აცრის მსურველთა რაოდენობამაც იკლო.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით კორონავირუსის ვაქცინის გაკეთება მხოლოდ ერთ სამედიცინო დაწესებულებაში მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ სამშობიარო და ამბულატორიულ ცენტრშია შესაძლებელი. 2022 წლის ოქტომბრის თვეში სამედიცინო დაწესებულებაში კრონავირუსის ვაქცინა 318-მა ადამიანმა გაიკეთა, მათ შორის ხუთმა ბუსტერ დოზა.

გადაცემის სტუმრებთან, „ახალი აზროვნების ინსტიტუტის“ ერთ-ერთ დამფუძნებელ ქამრან აფენდიევთან და იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორ და იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელ ივანე ჩხაიძესთან ერთად განვიხილავთ თუ რა გამოწვევების წინაშე დგას მარნეული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში.

ვრცლად მოუსმინეთ გადაცემას↓


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები