აქტუალური თემა
სახლში წარმოებული რძის პროდუქტები, შესაძლოა, 2020 წლიდან დახლებიდან გაქრეს
სახლში წარმოებული რძის პროდუქტები, შესაძლოა, 2020 წლიდან დახლებიდან გაქრეს. ახალი რეგულაციების თანახმად, მოსახლეობა ვალდებული იქნება საკუთარ რძის ნაწარმს ეტიკეტირება გაუკეთოს.
ნაირა ქველაძის მრავალშვლიანი ოჯახისთვის რძის ნაწარმი შემოსავლის ძირითადი წყაროა. ხუთ ძროხას მისი ოჯახისთვის მეტი სარგებელი მოაქვს, ვიდრე პატარა მარკეტს სოფელ საიმერლოში. 

ყოველდღიურად ამოყავს ყველი, ადედებს მაწონს და ნედლ რძესაც ყიდის. კლიენტები სახლში აკითხავენ. სამომავლოდ კი ნაირა პროდუქციის ბაზარში გატანას ფიქრობს. ძროხები ძალიან უყვარს. ლამაზა, თებროლე, შველია, მარტა და მაისა ერთმანეთში არასოდეს ერევა და ჰგონია, რომ თითოეული სახელს ამართლებს. „აი, ლამაზას რომ შეხედოთ თქვენც ხომ დამეთანხმებით, რომ მართლაც ლამზია“, გვეუბნება სათლით ხელში, სადგომისკენ მიმავალი ნაირა. რეგულაციებს, რომელიც ორ-სამ წელიწადში ამოქმედდება, ჯერ არ იცნობს, თუმცა, ელოდება, რომ წესებში გაარკვევენ და შეძლებს მათზე მორგებას.

რეგულაცია პროდუქტის აუცილებელ შეფუთვა-ეტიკეტირებას გულისხმობს. რძის ნაწარმზე განთავსებული უნდა იყოს ინფორმაცია მწარმოებლის, ვადისა და ინგრედიენტების შესახებ. შემოწმდება ცხოველების ჯანმრთელობის მდგომარეობა, რასაც კონტროლს სურსათის ეროვნული სააგენტო გაუწევს. ამჟამად ვითარება სრულიად განსხვავებულია. აგრარულ ბაზარს ეს უწყება არ ამოწმებს. სახლში წარმოებული პროდუქტი კი სწორედ იქ იყიდება.

მარნეულის ბაზარი ორ ნაწილადაა გაყოფილი და სხვადასხვა ხელმძღვანელი ჰყავს. ორივეს ლაბორატორია აქვს, სადაც გასაყიდი სურსათი ინსპექტირება უნდა ხდებოდეს. ერთ-ერთი ლაბორატორიის უფროსი ნანა კალმახელიძე გვეუბნება, რომ ყველსა და სხვა რძის პროდუქტებს მხოლოდ ვიზუალური დათვალიერებით და გემოვნური თვისებებით აფასებენ.
„ძირითადად ვიზუალურად ვამოწმებთ, რომ დაობებული და გაფუჭებული არ იყოს“- ამბობს ნანა და კითხვაზე, როგორ შეიძლება ბრუცელოზის თვალით აღმოჩენა, გვპასუხობს, რომ მალე ლაბორატორიას საჭირო აპარატურითა და ხსანრებით აღჭურვავენ. როდის დადგება „მალე“, ლაბორატორიის ხელმძღვანელმა არ იცის.



რძის ნაწარმი რომ მაღალი რისკის პროდუქტია და ლაბორატორიული შემოწმების გარდა აუცილებლად შესაბამის ტემპერატურულ რეჟიმზე უნდა ინახებოდეს, ნანა კამახელიძეც გვიდასტურებს, თუმცა ამბობს, რომ მაცივრები მოვაჭრეებს დიდი ხანია აქვთ, მაგრამ ტექნიკური ხარვეზის გამო, ვერ რთავენ.

კიდევ უფრო მძიმე პირობებია ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე. იქ დილის 6 საათზე სოფლებიდან რძის ნაწარმი ჩამოაქვთ და გადამყიდველებთან ტოვებენ. მარნეულის მუნიციპალიტეტში ყველი, მაწონი და რძე ბევრი ოჯახის შემოსავლის ერთადერთი წყაროა.

კუსტარულად მოწყობილი დახლების გარშემო ანტისანიტარიაა. რძის პროდუქტები გაუსაძლის სიცხეში იყიდება. პროდუქტს უამრავი ბუზი ეხვევა, თუმცა მოვაჭრეებისთვს ეს პრობლემას სულაც არ წარმოადგენს. მყიდველის მისვლის დროს მწერებს ხელის აქნევით მოიშორებენ. პროდუქტის ხარისხს გარეთ ვიზუალურადაც არავინ ამოწმებს.





მარნეულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორაზე არსებული ვითარება მომხმარებელს არ აფრთხობს. ამბობენ, რომ ყველს ნაცნობებისგან ყიდულობენ, რადგან ენდობიან. ზოგს კი დაბალი ფასი ხიბლავს.
მარნეულის მერიას გარევაჭრობის აკრძალვის არაერთი მცდელობა ჰქონდა. პრობლემა კვლავ მოუგვარებელია. გამყიდველთა უმრავლესობას ბაზრის შიდა ტერიტორიაზე გადასვლა არ სურს. მიზეზად დახლის გადასახადს ასახელებენ, რაც ეძვირებათ.

აგრარულ ბაზარსა და მის მიმდებარედ არსებულ ვითარებას მომხმარებლისთვის საგანგაშოდ მიიჩნევს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე. მისი თქმით, მომხმარებელი დაცული მხოლოდ მას შემდეგ იქნება, რაც ახალი რეგულაციები ამოქმედდება.

„ბიზნეს ოპერატორებს ევალებათ, რომ პირუტყვის ჯანმრთელობის დამადასტურებელი დოკუმენტი ჰქონდეთ, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ არ აქვთ ჯილეხი, ბრუცელიოზი და სხვა დაავადებები. ზუსტად იგივე იარსებებს ოჯახურ პირობებში წარმოებულ ყველზეც. 3-4 კილო ყველს გლეხი ვეღარ გაყიდის, არამომგებიანი იქნება მისთვის, მაგრამ თუ მაინც გადაწყვეტს გაყიდვას ახალი სტანდარტების დაცვა აუცილებად მოუწევს“, ამბობს ნინო ზამბახიძე.




სახლის პირობებში პროდუქტი ჯანმრთელი პირუტყვის რძისგან უნდა აწარმოონ, დაცული უნდა იყოს სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, რაც თავის მხრივ, კრიტიკული საკონტროლო წერტილების მიკვლევადობას გულისხმობს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ინფორმაცია საქონლის საკვებით დაწყებული და დისტრიბუციით დამთავრებული, ხელმისაწვდომი უნდა იყოს. აქამდე ამ ტექნიკური რეგლამენტის დაცვა მხოლოდ დიდ საწარმოებს ეკისრებოდათ.

მოსახლეობისთვის ახალი წესების გაცნობა როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოს, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროს ევალება. საინფორმაციო კამპანიის დაწყება ახლო მომავალში იგეგმება.

სურსათის ეროვნულ სააგენტოს ოჯახური წარმოების რძის პროდუქტების გაკონტროლება 2020 წლიდან დაევალება. როგორც უწყების ქვემო ქართლის წარმომადგენელი, მირანგულა ლიპარტელიანი ამბობს, რძის პროდუქტების უვნებლობა დიდწილად მაინც ბიზნესოპერატორის კეთილსინდისიერებაზე იქნება დამოკიდებული.

„როგორც მეწარმეს, ისე სარეალიზაციო ობიექტს აკისრია ვალდებულება, რომ უვნებელი პროდუქტი მიაწოდოს მომხმარებელს, ამ შემთხვევში კი რეგულაციების მთლიანი ჯაჭვი უნდა იყოს დაცული“

ნაირა ქველიძე მომავალში საკუთარ ნაწარმს აგრარულ ბაზარში ვეღარ გაყიდის, თუ ახალ სტანდარტებს არ გაითვალისწინებს. ეს იოლი არ იქნება, რადგან ეტიკეტირება და სხვა რეგულაციის დაცვა გარკვეულ ხარჯთან იქნება დაკავშირებული. საქართველომ, ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერით, აიღო ვალდებულება ამ რეგულაციის განხორციელებაზე, რაც ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ნაწილია.







FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
სამხარეო განვითარების ასოციაცია  და USAID-ის
ზრდა პროექტი აცხადებენ რეგისტრაციას რეგიონულ ახალგაზრდულ სამეწარმეო
პროექტში მონაწილეობის მისაღებად.

სამხარეო განვითარების ასოციაცია  და USAID-ის ზრდა პროექტი აცხადებენ რეგისტრაციას რეგიონულ ახალგაზრდულ სამეწარმეო პროექტში მონაწილეობის მისაღებად.

სტუდენტთა სტაჟირება, რაც მსოფლიოში კარგად
აპრობირებული მეთოდია,
სტუდენტთა სტაჟირება, რაც მსოფლიოში კარგად აპრობირებული მეთოდია,
არჩევნები მარნეულში შეფასდა როგორც მშვიდი. „ქართული ოცნების“
კანდატმა ხმათა 78% მიიღო. ზაურ დარგალი პირველი ადგილობრივი,
ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი მერია.
არჩევნები მარნეულში შეფასდა როგორც მშვიდი. „ქართული ოცნების“ კანდატმა ხმათა 78% მიიღო. ზაურ დარგალი პირველი ადგილობრივი, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი მერია.


<span style=


წინასაარჩევნო გადაცემათა ციკლის
წინასაარჩევნო გადაცემათა ციკლის "აქტუალური თემა" ფარგლებში
წინასაარჩევნო გადაცემათა ციკლის
წინასაარჩევნო გადაცემათა ციკლის "აქტუალური თემა"