აშშ განაგრძობს 2008 წელს ნატო-ს ბუქარესტის სამიტზე მიღებული
გადაწყვეტილების მხარდაჭერას, რომლის მიხედვითაც საქართველო და
უკრაინა გახდებიან NATO-ს წევრები – ამის შესახებ ნათქვამია
განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტმა NATO-ს საგარეო
საქმეთა მინისტერიალის წინ გაავრცელა.
„აშშ განაგრძობს 2008 წელს NATO-ს ბუქარესტის სამიტზე
მიღებული გადაწყვეტილების მხარდაჭერას, რომლის მიხედვითაც საქართველო
და უკრაინა გახდებიან NATO-ს წევრები. ამ ქვეყნების წლიური ეროვნული
პროგრამა ასახავს მათი NATO-სკენ მიმავალი გზის დეტალებს. საქართველოც
და უკრაინაც უკვე არიან ძლიერი შესაძლებლობების პარტნიორები, რაც
აძლიერებს მათი ოპერაციული თავსებადობისა და ტრენინგების
შესაძლებლობებს NATO-ს მოკავშირეებთან“, – ნათქვამია
სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში.
ცნობილია, რომ NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე საქართველოდან
დავით ზალკალიანი გაემგზავრება.