ამერიკელი მარნეულში - ჩემი პირველი რამაზანი

გამოსცადე ყველაფერი შენს თავზე, შეხედე ყელაფერს სხვისი თვალით - აქედან იწყება მშვიდობა , ეს შენზეა დამოკიდებული (ბარაკ ობამა)


დილის 09:15 საათია, ჩემი კუჭი გასული თვის შემდეგ პირველადაა სავსე.

გუშინ, როდესაც საათმა 20:52 საათს ჩამოჰკრა, ჩემი პირველი რამაზანიც დასრულდა. მე მქვია გრიფიტი - ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ვარ და ახლა მარნეულში ვცხოვრობ. 30 დღის განმავლობაში ვმარხულობდი მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე.
2018 წლის ზაფხულში მარნეულში გადმოვედი, რადგანაც მე „მშიდობის კორპუსის“ მოხალისე ვარ. მშვდობის კორპუსი არის არა რელიგიური, არასამთავრობო ორგანიზაცია ამერიკაში, რომელიც ეხმარება დაინეტერესებულ ქვეყნების მოსახლეობას.  

მე ქალაქში ვატარებდი უნარ-ჩვევების განმავითარებელ ტრენინგებს. ვეხმარები არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდეერებს საჭირო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში და ორგანიზაციის პროგრესირებაში. მშვიდობის კორპუსის ამერიკელი მოხალისეები ამჟამად 141 ქვეყანაში, 230 000-ზე მეტბი არიან. ყველაფერი 1961 წელს პრეზიდენტ ჯონ კენედის მიერ დაიწყო. საქართველოში ამჟამად დაახლოებით 110 მოხალისე იმყოფება. ასევე ისინი ცხოვრობენ ქალაქებსა და სოფლებში მთელ მსოფლიში. მათი მიზანია მშვიდობის დამკვიდრება. სხვა ქვეყანაში მცხოვრები მოქალაქეები ყოველდღიურად ცხოვრობენ ამერიკელებთან და ეცნობიან მათ კულტურას. მეც გავეცანი ქართულ კულტურას.

ჩემს შემთხვევაში, მე მარნეულში უნიკალურ კულტურას გავეცანი. მარნეული ჩემი ქალაქია. აქ ვცხოვრობ, ვმუშაობ და თავისუფალ დროსაც აქ ვატარებ. ვსწავლობ ქართულ და აზერბაიჯნულ ენებს, ვცხოვრობ ადგილობრივ ოჯახში, ვესწრები სხვადასხვა ღონისძიებებს და აღვნიშნავ ყველა დღესასწაულს. რამაზანის მარხვის დაწყება რადიოში მომუშავე თანამშრომლებისგან წამოვიდა. ისინი ხშირად არიან ჩემი კულტურის გიდები - მასწავლიან თუ როგორ შემიძლია განვასხვავო სხვადასხვა სოფლები ერთმანეთისგან ნიუანსებზე დაყრდნობით. მათ ამიხსნეს თუ როგორი ურთიერთობა ჰონდათ ეთნიკურად უნგრელებს თურქებთან. მიყვებიან ისტორიებს მარნეულის ღრმა ისტორისს შესახებ.

როდესაც პირველად ვიკითხე მათი დღესასწაულის შესახებ, მხოლოდ ის ვიცოდი, რომ მზის ჩასვლამდე არ უნდა გვეჭამა. ჩემს თანამშრომლებმა დრო გამონახეს, რომ აეხსნათ ჩემთვის დღესასწაულის მნიშვნელობა და წესები. ამიხსნეს, რომ რამაზანის თვეს ყველანაირი მავნე ჩვევები უნდა დამევიწყებინა და საკუთარი თავისთვის უფლო მაღალი მორალური და სულიერი პრინციპები მომეთხოვნა. მარხულობის მიზეზი მომეწონა და აღვფრთოვანდი. გადავწყვიტე გამეზიაებინა კულტურა, სადაც მე ინტეგრაციის პროცესშში ვარ. ამიტომ , შევუდექი რამაზანის თავისებურების აღმოჩენას.

პირველ დაბრკოლებას პირველივე დღეს წავაწყდი. ვფიქრობდი, შევძლებდი თუ არა 18 საათის განმავლობაში საკვების და წყლის გარეშე ყოფნას ცხელ ამინდში. საბედნიეროდ, ჩემი მორალი იმდენად მაღალი აღმოჩნდა, რომ პრობლემას გავუმკლავდი. პირველად 20:22 საათზე დავარღვიე მარხვა და მივირთვი ფინიკი და წყალი. პირველი დღის დასრულების შემდეგ, თავდაჯერებულობა მომემატა და ვფიქრობდი „კიდევ 29 დღე !“

მაგრამ მეორე დღეს აღმოვაჩინე, რომ ეს არც ისე მარტივი იყო. შუადღის დასაწყიში მივხვდი, რომ დაღლილი , დაქანცული ვიყავი, ხაფანგში გამომწყვდეულივით ვიყავი და ველოდი დროის დადგომას, როდესაც ჭამას შევძლებდი. მას შემდეგ, რაც 2 საათი ვიჯექი გაბრუებული, ვიფიქრე და გავაცნობიერე რომ ეს არ იქნებოდა ადვილი, მაგრამ ვიცოდი რო შევძლებდი.

დავიწყე იმის გაცნობიერება, თუ რამდენად იყო დამოკიდებული ჩემი შინაგანი განწყობა და ენერგია ჭამის რიტუალზე. ყოველგვარი ლანჩის, საუზმის და წახემსების გარეშე იძულებული გავხდი შემენარჩუნებინა ჩემი ენერგია და კონცენტრაცია. მომენტალურად, ჩვენს სამუშაო ოთახში გაკვირვებული ვიჯექი. ვფიქრობდი რომ ეს ადვილი არ იქნებოდა, თუმცა ამი გაკეთება ნამდვილად შემეძლო!

რაც დრო გადიოდა, თავდაჯერებულობა უფრო მემატებოდა. აღმოვაჩინე ჩემს თავში უფრო მეტი ენერგია და კონცენტრაცია. ჩემს გარშემო თემში უამრავი ადამიანი მონაწიეობდა მარხვაში. ეს მარხვა ჩემთვის რთული იყო, მაგრამ შესაძლოა ვინმესთვის უფრო რთული ყოფილიყო. როდესა ვფიქრობდი იმაზე, რომ თემის უმეტესობა რამაზანის თვეში მახვას იცავდა, ამან შთამაგონა.

ბევრი მეგობარი შოკირებული იყო, როდესაც ვუთხარი, რომ მე ვმარხულობდი. მათგან პირველი შეკითხვა ყოველთვის ასეთი იყო - მუსლიმი ხარ? ვეუბნებოდი, რომ მე მუსლიმი არ ვარ, თუმცა მარნეულელი ვარ და პატივისცემის ნიშნად შესაძლებელი იყო ამის გაკეთება.

ეს შეიძლება არადამაჯერებლად ჟღერდეს, მაგრამ თავს ამაყად ვგრძნობდი, რომ შემეძლო მონაწილეობა მიმეღო ამ უცნობ დღესასწაულში. როდესაც შევხვდი სხვა ადამიანებს, რომლებიც მარხულობდნენ, ვგრძნობდი მათგან ძლიერ სოლიდარობას, რამაც ჩვენს შორის ენობრივი და კულტურული ბარიერი წაშალა.

ამის შემდეგ დავიწყე უკეთ გააზრება იმ ადამიანების ფსიქოლოგიურ და სულიერ ბრძოლის, რომლებიც სიცოცხლისთვის აუციებელი საჭიროებების გარეშე ცხოვრობდნენ. იმ დღეებში, როდესაც მშიერი ვიყავი შუადღის ორი საათისთის ვგრძნობდი გულგატეხილობას : „ ექვს საათ ნახევარზე მეტი, ვიდრე ჭამას შევძლებ! მაგრამ ბევრი ადამიანია ასე, ვისაც დროის ფუფუნება არ აქვს, რომ გვიანობამდე ჭამოს.
რამაზანის მიმდინარეობისას ჩემი ენერგია მივმართე იმაზე, რომ მეკონტროლებინა განწყობა საღამოობით.

ამ თვალსაზრისით, რამაზანი და „მშვიდობის კორპუსი“ იზიარებენ ერთობლივ მიზანს. რაც გვაძლევს უფრო მეტ გაგებას და გვასწავლის იმ გამოცდილების გათვალისწინებას, რომელიც ჩვენგან განსხვავებულია. გრძელვადიანი მარხვა არის რიტუალი, რომელიც შეიძლება გარედან უცნაურად ჩანდეს, მაგრამ ძალიან განსხვავდება გრძნობა, როდესაც პირველად გამოცდი ამ ყველაფერს. გასულ თვეში გავიგე, რომ ბევრი ადამიანი ფიქრობს: რატომ უნდა თქვა უარი საჭმელსა და წყალზე?, როგორ შეიძლება წყლის დათმობა?, წონაში დაკლება გინდა? და როდესაც ღრმად არ იცნობ მარხვის ისტორიას და მნიშვნელობას , შესაძლოა გაგიჩნდეს ესეთი აზრი, მაგრამ გამოცდილება გაზიარებს მისი საიდუმლოების არსს. ახლა ბევრად უკეთესი პიროვნება ვარ , რომ შევძელი ამი გაკეთეაბა.

ჩემი ცხოვრების განმავლობაში, როდესაც რამაზანის შესახებ ჩემს ამერიკელ მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ვისაუბრებ, ყოველთვის ვიტყვი მიღებულ გამოცდილების შესახებ. მე ბევრი რამ გავიგე ახალი კულტურის შესახებ, დავივიწყე რამდენიმე მავნე ჩვევა და გავიზარდე როგორც ადამიანი. ყოველთვის დიდი პატივისცემა მექნება მუსლიმების და არამუსლიმების მიმართ. მეგობრებთან, რომლებიც გადაწყვეტენ მარხვის დაწყებას.

მარნეულში ერთი წელი გავატარე და მომავალ წელს გავაგრძელებ უფრო მეტი შევისწავლო ადგილობრივების ცხოვრების წესის შესახებ. თუ სადმე დამინახავთ, გთხოვთ, მომესალმეთ . ვისწრაფვი ვიყო თავმდაბალი და მეგობრული, რაც შეიძლება მეტი მარნეულელისათვის. მადლიერი ვარ, რომ კარგი გაკვეთილი მივიღე და ყველაფერი ჩემ თავზე გამოვცადე ყველას ვულოცავ ამ დღესასწაულის დასრულებას!

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები