სიახლე
ტრადიცია, რომელიც ჩვენი არაა - შალალა ამირჯანოვას ბლოგი

მე-9 კლასის პირველი თვეები იყო, როდესაც ჩემი კლასელი დაინიშნა. სახლში დედაჩემს ამ ამბავზე რომ ვუთხარი, შენ პატარა ხარ, მსგავსი საკითხები არ გეხებაო, მითხრა. თუმცა, მე და ჩემი კლასელები ტოლები ვიყავით. იმ გოგოს შემდეგ, იმავე წელს, კლასის გოგოების თითქმის ნახევარი გაათხოვეს, - რა თქმა უნდა, სწავლა დატოვებინეს იმავე წელს, მე-9 კლასის დამთავრებისთანავე.



ყველასთვის კარგადაა ცნობილი ეს ამბები, მაგრამ წლების წინ ამაზე არავინ არ რეაგირებდა. ეს ამბები ხდებოდა და ხდებოდა.

დღეს ეგრე აღარ არის. უფრო „ძლიერი“ კანონები გვაქვს. თუმცა, ჩვენი სინამდვილე ისაა, რომ დღითიდღე უფრო მძიმე ამბები გვესმის. თუვიტყვით, რომ ეს მასიურად ხდება, მართალი არ ვიქნებით, მაგრამ ერთი ამბავიც კი საკმარისია იმ საშინელების დასანახად.

დღეს 21 წლის ვარ. რამდენიც არ ვიმუშაო და ვისწავლო, ოჯახის წევრების თვალში სულ პატარა ვარ. როდესაც წარმოვიდგენ ჩემს ტოლს და უფრო პატარას, რომელიც განიცდის იმ ტკივილს, იძულებით რომ ათხოვებენ და ფსიქოლოგიურად აშლილი ცხოველი გააუპატიურებს, მის მაგივრად გადაწყვეტილებას მიიღებს, და მერე ადგება და ეს ჩვენი წესიაო, იტყვის, - ეს დიდი ტრავმაა ჩემთვის.

ძალიან ცოტა ხანია, რაც დავიწყე პრობლემებთან ერთად ქალების წარმატებულ ისტორიებზე წერა. იმ იმედით, რომ დაანახო გარშემომყოფებს შენს რეგიონში და იმ რეგიონებში, სადაც ჩენი ეროვნების ხალხი ცხოვრობს, ძალიან ბევრი ბარიერის მიუხედავად, წარმატების ისტორიებიც არის, წინ მივდივართ, ვვითარდებით. წარმოიდგინეთ: შენ ცდილობ, ხალხს დაანახო კარგი მაგალითი, მაგრამ უცებ, წამებში, შენ გვერდით ისეთი ხდება, რომ უკვე არც შენ გჯერა ამის...

სტუდენტი რომ გავხდი, ყოველდღე მესმოდა ფრაზები: აბა შენ რამდენი შვილი გყავს, როგორ მოხდა, რომ არ გათხოვდი, ალბათ რამე შერეული ოჯახი გყავსო. ეს ჩემთვის იყო ძალიან დამამცირებელი. წლები გადის შენ ამბობ, რომ არა, იცით რა, შეიცვალა მდგომარეობა, ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის, მაგრამ უცებ კიდევ ერთი ამბავი და... მთლიანად იმედგაცრუებული რჩები...

მე ამას ვამტკიცებ, დღეს ჩემს მხარეში ნამდვილად არსებობს წინსვლა, განვითარება, ბარიერების გადალახვა, მაგრამ სხვაგან, სადაც ჩემი ხალხი ცხოვრობს, ეს მეც მაწუხებს. გაჩუმება, ხმის არამოღება არაა გამოსავალი. ეს ჩვენი წეს-ჩვეულება არაა, ეს ტრადიცია არაა, ეს კულტურა არაა. ეს მხოლოდ და მხოლოდ საშინელებაა.
იმედია, ეს ბოლო იქნება...

წყარო: ფანჯარა

 

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
ავტოსაგზაო შემთხვევას სენაკი-თბილისის
ცენტრალურ მაგსიტრალზე, სოფელ ნოსირთან 2 ადამიანის სიცოცხლე
ემსხვერპლა.
ავტოსაგზაო შემთხვევას სენაკი-თბილისის ცენტრალურ მაგსიტრალზე, სოფელ ნოსირთან 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გურიაში, სოფელ ნიგვზიანთან ორი ავტომობილი
ერთმანეთს შეეჯახა.
გურიაში, სოფელ ნიგვზიანთან ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.
რუსთავის საკრებულოს დადგენილებით, კომპანია
“ინტერტრანსის” კუთვნილ 6 ლოტზე ტარიფი 1.80 ლარი
ხდება.
რუსთავის საკრებულოს დადგენილებით, კომპანია “ინტერტრანსის” კუთვნილ 6 ლოტზე ტარიფი 1.80 ლარი ხდება.
თავდაპირველად არასამთავრობო სექტორში აქტიური
მუშაობის, მოგვიანებით პოლიტიკისკენ დადგმული ნაბიჯის შემდგომ, ლეილა
მამედოვა აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მერი არ გახდა, მან
დასახულ მიზნებს სრულიად მიაღწია.

თავდაპირველად არასამთავრობო სექტორში აქტიური მუშაობის, მოგვიანებით პოლიტიკისკენ დადგმული ნაბიჯის შემდგომ, ლეილა მამედოვა აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მერი არ გახდა, მან დასახულ მიზნებს სრულიად მიაღწია.

Başlanğıçda QHT sahəsində fəal çalışan sonra isə
siyasətə addım atan Leyla Məmmədova seçkilərdə mer seçilməsədə əsas
məqsədlərini əldə etdiyini vurğulayır.
Başlanğıçda QHT sahəsində fəal çalışan sonra isə siyasətə addım atan Leyla Məmmədova seçkilərdə mer seçilməsədə əsas məqsədlərini əldə etdiyini vurğulayır.
რუსთავში, მე-15 მიკრორაიონში, 35 წლამდე
მამაკაცი გვიან ღამით საკუთარ ბინაში გარდაცვლილი
იპოვეს.
რუსთავში, მე-15 მიკრორაიონში, 35 წლამდე მამაკაცი გვიან ღამით საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.
“რუსთავი 2-ის” ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა
ნიკა გვარამიამ იურიდიულად უკვე დააფუძნა ახალი ტელეარხი და მას შპს
“მთავარი არხი” ჰქვია.
“რუსთავი 2-ის” ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ იურიდიულად უკვე დააფუძნა ახალი ტელეარხი და მას შპს “მთავარი არხი” ჰქვია.
პირველი თოჯინების თეატრი სოფელ ქვემო სარალის
ბავშვებმა დღეს
პირველი თოჯინების თეატრი სოფელ ქვემო სარალის ბავშვებმა დღეს