სიახლე
აზერბაიჯანელი გოგოები, რომლებიც მღერიან, ცეკვავენ და სპექტაკლებს დგამენ
წელს ჩემი ყურადღება სკოლებში ჩატარებული ბოლო ზარის ღონისძიებებმა მიიპყრო. წინა წლებთან შედარებით, ეს ღონისძიებები უფრო თანამედროვე და ფერადი იყო. ახალგაზრდებმა ენთუზიაზმით, სტრეოტიპების გარეშე, თავისუფლად აღნიშნეს ბავშვობის ბოლო დღე. სკოლის ბოლო ზარის რამდენიმე ვიდეო ვნახე. გოგოები ცეკვავდნენ, ლექსებს კითხულობდნენ, მღეროდნენ და სპექტაკლს დგამდნენ. ჩემი ყურადღება განსაკუთრებით მიიპყრო მათ მიერ შემუშავებულმა სცენარებმა. მიუხედავად იმისა, რომ სპეციალური განათლება არ ჰქონდათ, როლებს ოსტატურად ასრულებდნენ. ისინი მაყურებელთა წინაშე თავს თავისუფლად და კომფორტულად გრძობდნენ.

ბოლო ზარი ყოველ წელს უფრო და უფრო საინტერესოდ და მხიარულად ტარდება. კი მაგრამ, გოგოები, რომლებიც ცეკვავენ, მღერიან, სად გაუჩინარდნენ დღეს? მათი ნიჭი კარს მიღმა იმარხება? რატომ ვერ ავითარებენ საკუთარ თავს ამ მიმართულებით? რატომ ხდება ეს ყველაფერი ერთი დღით - ბოლო ზარის დღეს?

მინდა, ამ კითხვებს რამდენიმე მაგალითით ვუპასუხო.

თემსა და სოფლებში ბავშვების და ახალგაზრდებისათვის, სკოლის გარდა, სოციალური სივრცე არ არსებობს. მათი ყველა საქმიანობა სკოლით იწყება და სკოლაშიც მთავრდება. მშობლები თავიანთ გამოუცდელ ბავშვებს ქალაქში არ უშვებენ, რადგან თვლიან, რომ გოგო, რომელსაც პარკი არ უნახავს არასოდეს, წავა პარკში, შემდეგ ამას ვიღაც დაინახავს და „ცუდ გოგოს“ დაუძახებს. შეიძლება, გოგო ვინმემ დაინახოს მეგობრებთან ერთად და ამან მომავალში პრობლემა შეუქმნას მას.

მაგრამ, ამ ყველანაირ ფიქრში, არასოდეს ფიქრობენ ბავშვის უფლებასა და საჭიროებაზე, მარტო მშობლის სახელის გატეხვაზე ფიქრობენ. თუნდაც, ბავშვმა აირჩიოს ხელოვნება და ამ მხრივ გააგრძელოს განათლება, რა მოხდება? გოგო, რომელიც მღერის ან სცენაზე გადის, დასაწუნებელი და უპატრონოა?

ჩვენ არ ვცდილობთ, ჩვენი მიდგომა შევცვალოთ, ჩვენ უბრალოდ ვანაგდურებთ ბავშვის ნიჭს.

კი, ჩვენ ჩვენი ბავშვების მიმართ ეგოისტები ვართ.

მეორე მხრივ, ადგილობრივი ორგანოები სოფელში მცხოვრებ ხალხისთვის არაფერს აკეთებენ, ყველაფერი გათვლილია ცენტრისა და ქალაქისთვის.

ვინ უნდა იზრუნოს ამ ხალხის მეორე ნაწილზე? რატომ ვერ იღებენ ისინი იმ მომსახურებებს, რომლებიც მათ ეკუთვნის? როცა სოფელს ვახსენებთ, ჩვენ გვახსენდება სიტყვები: მიწა, პომიდორი, კარტოფილი და წყალი.

რამდენი წელი გვჭირდება იმისათვის, რომ ამ სიტუაციიდან გამოვიდეთ?

ბლოგპოსტის ავტორი: სამირა ბაირამოვა

წყარო: ფანჯარა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
ავტოსაგზაო შემთხვევას სენაკი-თბილისის
ცენტრალურ მაგსიტრალზე, სოფელ ნოსირთან 2 ადამიანის სიცოცხლე
ემსხვერპლა.
ავტოსაგზაო შემთხვევას სენაკი-თბილისის ცენტრალურ მაგსიტრალზე, სოფელ ნოსირთან 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გურიაში, სოფელ ნიგვზიანთან ორი ავტომობილი
ერთმანეთს შეეჯახა.
გურიაში, სოფელ ნიგვზიანთან ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.
რუსთავის საკრებულოს დადგენილებით, კომპანია
“ინტერტრანსის” კუთვნილ 6 ლოტზე ტარიფი 1.80 ლარი
ხდება.
რუსთავის საკრებულოს დადგენილებით, კომპანია “ინტერტრანსის” კუთვნილ 6 ლოტზე ტარიფი 1.80 ლარი ხდება.
თავდაპირველად არასამთავრობო სექტორში აქტიური
მუშაობის, მოგვიანებით პოლიტიკისკენ დადგმული ნაბიჯის შემდგომ, ლეილა
მამედოვა აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მერი არ გახდა, მან
დასახულ მიზნებს სრულიად მიაღწია.

თავდაპირველად არასამთავრობო სექტორში აქტიური მუშაობის, მოგვიანებით პოლიტიკისკენ დადგმული ნაბიჯის შემდგომ, ლეილა მამედოვა აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მერი არ გახდა, მან დასახულ მიზნებს სრულიად მიაღწია.

Başlanğıçda QHT sahəsində fəal çalışan sonra isə
siyasətə addım atan Leyla Məmmədova seçkilərdə mer seçilməsədə əsas
məqsədlərini əldə etdiyini vurğulayır.
Başlanğıçda QHT sahəsində fəal çalışan sonra isə siyasətə addım atan Leyla Məmmədova seçkilərdə mer seçilməsədə əsas məqsədlərini əldə etdiyini vurğulayır.
რუსთავში, მე-15 მიკრორაიონში, 35 წლამდე
მამაკაცი გვიან ღამით საკუთარ ბინაში გარდაცვლილი
იპოვეს.
რუსთავში, მე-15 მიკრორაიონში, 35 წლამდე მამაკაცი გვიან ღამით საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.
“რუსთავი 2-ის” ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა
ნიკა გვარამიამ იურიდიულად უკვე დააფუძნა ახალი ტელეარხი და მას შპს
“მთავარი არხი” ჰქვია.
“რუსთავი 2-ის” ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ იურიდიულად უკვე დააფუძნა ახალი ტელეარხი და მას შპს “მთავარი არხი” ჰქვია.
ბაკურიანში, მშენებარე კორპუსიდან 56 წლის კაცი
გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა.
ბაკურიანში, მშენებარე კორპუსიდან 56 წლის კაცი გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა.