18 წლამდე ორჯერ დანიშნული, თუმცა ორივეჯერ გამარჯვებული
ჩინარა პირველად 14 წლის ასაკში, მერე კი 17 წლის ასაკში დაინიშნა. სახელმწიფო სტრუქტურებს ნდობა გამოუხცადა, რის შედეგად დღეს ქართულს ფლობს, სასურველ ადგილას მუშაობს და საყვარელი პროფესიის დაუფლებისთვის ემზადება.

„ბრძოლა იყო ჩემი. მე მხოლოდ და მხოლოდ ვენდე სახელმწიფოს. ისინი დამპირდნენ, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. მართლაც ასე მოხდა. 9 თვეა, ძალიან კარგად ვცხოვრობ. ხელფასი მაქვს, ოჯახსაც ვეხმარები. დღეს კი ერთადერთი სურვილი მაქვს: მამაჩემის ციხიდან გამოსვლა“, - ამბობს ჩინარა.

18 წლის ჩინარა თეთრიწყაროელია. ის პირველად დაინიშნა 14 წლის ასაკში ოჯახის გადაწყვეტილებით მისთვის უცნობ ადამიანზე. როგორც თვითონ ჰყვება, ორ წელიწადში ოჯახები ქორწილის გამართვას გეგმავდნენ, რაც იმას ნიშნავდა, რომ ჩინარა არასასურველ ადამიანს გაჰყვებოდა. ეს ყველაფერი მისი სურვილის გარეშეხდებოდა. ოჯახში, მიუხედავად უარის თქმისა, მას არავინ უსმენდა. ჩინარას მხოლოდ და მხოლოდ ერთი გამოსავალი ჰქონდა.

„დახმარება ჩემს მასწავლებელს და ჩვენი რაიონის ჟურნალისტს ვთხოვე. მათ სახალხო დამცველის აპარატთან დამაკავშირეს. მივმართე და შედეგად მამაჩემმა დოკუმენტს მოაწერა ხელი, სადაც დაეთანხმა იმას, რომ 18 წლამდე არ იქნებოდა ჩემი ქორწილი“, - ჰყვება ჩინარა.

ჩინარას თქმით, იმ ხმაურიანი ამბის მერე მან ნიშნობაგააუქმა. როდესაც ფიქრობდა, რომ თავისუფალია და მშვიდად იცხოვრებდა, მას სულ მალევე უფრო დიდი ბრძოლა მოუწია. ჩინარა მეორედ იგივე ადამიანზე მისი სურვილის გარეშე დანიშნეს. ოჯახმა ქორწილის დღე მის დაბადების დღემდე ორი კვირით ადრე დანიშნა, რაც მის იძლებით გათხოვებას 17 წლის ასაკში ნიშნავდა.

„ჯერ 18 წლის არ ვიყავი, ძალიან მეშინოდა, არ მინდოდა გათხოვება. გადავწყვიტე, მეორედ მეთხოვა დახმარება. ამჯერად თავშესაფარში გადამიყვანეს, მამაჩემი კი, ხელმოწერილი დოკუმენტზე დაწერილის შესაბამისად დაპირების არშესრულების გამო დაიჭირეს“.

„მე, რა თქმა უნდა, ეს ფაქტი არ მიხარია, მაგრამ სხვა გამოსავალი არ მქონდა. უბედურად ვერ ვიცხოვრებდი. სახელმწიფო უწყებების დახმარებით დღემდე მოვედი. გავიზარდე, ბევრი ახალი ცოდნა, გამოცდილება შევიძინე, მსოფლმხედველობა შემეცვალა. ვიზაჟი ვისწავლე. თავშესაფრის ფინანსური მხარდაჯერით გავიარე ქართული და ინგლისური ენების კურსები და დღეს დამოუკიდებლად ვდგავარ ფეხზე“,-ამბობს ჩინარა.

ჩინარა უკვე 9 თვეა, სახელმწიფო უწყებების მხარდაჯერით კერძო თავშესაფარში ცხოვრობს. ის ასევე მუშაობს და უნდა, რომ პოლიციელი გახდეს. დარწმუნებულია, რომ სწავლის დამთავრების შემდეგ უკეთესად იცხოვრებს. დღეს მას ოჯახთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს და მამამისის ციხედან გამოსვლას ელოდება.

წყარო - ფანჯარა
შალალა ამირჯანოვა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები