სიახლე
პოლიტიკა ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია

თავდაპირველად არასამთავრობო სექტორში აქტიური მუშაობის, მოგვიანებით პოლიტიკისკენ დადგმული ნაბიჯის შემდგომ, ლეილა მამედოვა აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მერი არ გახდა, მან დასახულ მიზნებს სრულიად მიაღწია.



„სხვდასხვა ეტაპების გადალახვის შემდგომ პოლიტიკაში მოსვლა და არჩევნებში კანდიდატურის წინ წამოწევა მარნეულის აზერბაიჯანელი ქალების აქტიური ცხოვრების წესის დამტკიცებას ნიშნავდა“, - ამბობს ლეილა მამედოვა.

ლეილა მამედოვა მარნეულელია, იგი წლებია, რეგიონის აქტიურ ქალებს შორისაა და პოლიტიკური აქტიურობითაც გამოიჩევა. ლეილა მამედოვას სხვადასხვა სექტორებში უმუშავია. მას 90-იანი წლების არეულობა აქვს გამოვლილი. განათლების მიღების შემდეგ, იგი 1998 წლიდან 2010 წლამდე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ლექტორად მუშაობდა. მუშაობის დაწყებისთანავე, ლეილა მამედოვამ არასამთავრობო სექტორშიც დაიწყო მუშაობა.

„ხანგრძლივი ომისა და არეული წლების შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში, განსაკუთრებით კი ჩვენს რეგიონში, არასამთავრობო სექტორი არ არსებობდა. ჩემი მუშაობის ფარგლებში, არჩევნების დროს ან და სხვა პერიოდში, სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, სოფლებსა და რაიონებში სიარულისას როდესაც ვამბობდი, რომ არასამთავრობო სექტორს წარმოვადგენდი, ყველას უკვირდა და თავს მარიდებდნენ. ამ სფეროში გამოცდილება თითქმის არავის ჰქონდა. არასამთავრობო სექტორს რომ ვამბობდი, ყველას ეგონა, რომ მთავრობის ან და ხელისუფლების საწინააღმდეგოდ მომუშავე ორგანიზაცია ვიყავით და არავინ თანხმდებოდა თანამშრომლობაზე“, -იხსენებს ლეილა მამედოვა.

არასამთავრობო სექტორში მუშაობის პირველივე დღეებიდან, ლეილა ახალგაზრდებთან მუშაობას ანიჭებდა უპირატესობას. იგი აღნიშნავს, რომ წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილების ახალგაზრდებისთვის გაზიარება და მათთვის სიახლის სწავლება მისი პრიორიტეტი იყო. თუმცა პრობლემები, გადასალახავი ბარიერები ყოველთვის არსებობდა და იგი ამბობს, რომ ეს განვითარების გზის განუყოფელი ნაწილი იყო.

„სირთულეები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ჩვენ არ შეგვიძლია იმის არჩევა, თუ როდის, სად, როგორ საზოგადოებაში დავიბადოთ. ჩვენ კი, ყოველთვის უნდა ვეცადოთ, ყველაფერი არასწორად გაკეთებული გამოვასწოროთ, როგორც მინიმუმ, მათი გამოსწორებისთვის უნდა ვიმოქმედოთ“.

ლეილა მამედოვა ამბობს, რომ პოლიტიკა ადამიანის ყოველდღიური ცხოვრებაა. იგი აქვე აქტიურ და პასიურ პოლიტიკას უსვამს ხაზს და აღნიშნავს, რომ წლების განმავლობაში დაგროვილმა გამოცდილებამ, გადალახულ ბარიერებმა და მუშაობის მიმართულებებმა მას პოლიტიკაში აქტიურ ფაზაში გადასვლისკენ უბიძგა.

“2017 წელს პოლიტიკაში აქტიურ ფაზაზე გადავედი. იმავე წელს, მარნეულის მერის არჩევნებში ჩემი კანდიდატურა წამოვაყენე. აქ ჩემი გამარჯვება და მერად გახდომა აუცილებელი არ იყო. მე ამისთვის ვიბრძოდი, თუმცა, ამასთანავე, მე დასახული სხვა მიზნებიც მქონდა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მათ შორის იყო ჩემი, როგორც აზერბაიჯანელი ქალის, ძალის ჩვენება და ყველა სექტორში აქტიურობისა და მუშაობის უნარიანობის დამტკიცება. თუ საუბარი მთავარ მიზნებზეა, მე ჩემს მიზნებს სრულიად მივაღწიე“, - ამბობს ლეილა მამედოვა.

როგორც არჩევნების, ასევე მისი თანმდევი ბევრი სირთულის მიუხედავად, ლეილა მამედოვა მუშაობას განარძობს და ამტკიცებს, რომ მომავალშიც შემართებით იბრძოლებს.

შალალა ამირჯანოვა
ფანჯარა

 

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი ირაკლი
კობახიძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად
აირჩიეს.
საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.
"ჩინეთიდან პირდაპირი რეისები ამ ეტაპისთვის გადადებულია", – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა. მისივე თქმით, დღეს უფრო მაღალ დონეზე იქნება დამატებითი შეხვედრა , სადაც მიიღებენ გადაწყვეტილებას, გადაიდება თუ არა შემდეგი რეისები.
გურჯაანი-ყვარლის
დამაკავშირებელ გზაზე, გუშინ, 26 იანვარს ავარიის შედეგად 24 წლის
კაცი და მისი მცირეწლოვანი შვილი დაიღუპა.
გურჯაანი-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე, გუშინ, 26 იანვარს ავარიის შედეგად 24 წლის კაცი და მისი მცირეწლოვანი შვილი დაიღუპა.
28
იანვარს საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
28 იანვარს საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში "კორონავირუსთან" დაკავშირებით მგზავრებს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ექიმები ამოწმებენ.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, კობი ბრაიანტი
გარდაიცვალა.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, კობი ბრაიანტი გარდაიცვალა.
ზუგდიდში ახალგაზრდა ქალის გაუპატიურების ბრალდებით
65 წლის მამაკაცი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებული და
დაზარალებული მეზობლები არიან.

ზუგდიდში ახალგაზრდა ქალის გაუპატიურების ბრალდებით 65 წლის მამაკაცი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებული და დაზარალებული მეზობლები არიან.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო
მონღოლეთმა ჩინეთთან საზღვარი ჩაკეტა. როგორც გამოცემა „გლობალ
თაიმსი“ იუწყება, საზღვარზე ავტოტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეების
გადასვლა აკრძალულია.
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო მონღოლეთმა ჩინეთთან საზღვარი ჩაკეტა. როგორც გამოცემა „გლობალ თაიმსი“ იუწყება, საზღვარზე ავტოტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეების გადასვლა აკრძალულია.