თამამ მარდანოვა გვიამბობს, თუ რამდენად რთულია შვილის მარტო გაზრდა
„როცა ბავშვი 2-3 წლის იყო, ქმარს მაშინ დავშორდი. დავშორების შემდეგ, არც ქმარი, არც მისი ოჯახი არანაირად არ დამხმარებიან ბავშვის გაზრდაში. ქმრის მშობლებს რამდენჯერმე მივმართე დახმარებისათვის, მაგრამ უშედეგოდ.

როცა საბუთებისათვის მამის ხელმოწერა გახდა საჭირო, მაშინაც არ მოსულა თავის შვილთან. ყოველმხრივ მარტო ვიყავი, შვილი ჩემი შრომით გავზარდე. წლების განმავლობაში აზერბაიჯანში ვცხოვრობდი, იქ სახლების დალაგებით ვირჩენდი თავს. როცა სახლებს ვალაგებდი, რამდენჯერმე სიმაღლიდან გადმოვვარდი და სხეული სერიოზულად დამიზიანდა“.

თამამის ყველაზე დიდი სურვილია, მისმა შვილმა უმაღლესი განთლება მიიღოს და კარგ სამსახურში დასაქმდეს.

„რადგან იქ ფული მჭირდებოდა საბუთების საქმის მოსაგვარებლად, სამ თვეში ერთხელ საზღვარი უნდა გადავკვეთო. ქირის გადასახდელად საკმაოდ ბევრი ფულია საჭირო. ჩემი გოგომ სკოლა იქ დაამთავრა, უმაღლესშიც ჩააბარა, მაგრამ არ მქონდა შესაძლებლობა, შვილისთვის სწავლა გამეგრძელებინა. მინდა, რომ აქ მოემზადოს ეროვნული გამოცდებისათვის. აქ არც ისე ძვირი ღირს განათლება, გრანტის მიღების შანსიც მეტი აქვს. იძულებული გავხდი, მამაჩემის სახლში დავბრუნებულიყავი. იქ წლებია, არავინ ცხოვრობს, სახლს რემონტი სჭირდება, რასაც ალბათ კარგა ხანს ვერ მოვკიდებ ხელს. ჯერ მინდა, სამსახური ვიშოვო, რათა გოგოს მასწავლებელს გადავუხადო.

მას შემდეგ, რაც ქმარს დავშორდი, ყოველდღე სამუშაოს დაკარგვის, უფულობის შიშით ვცხოვრობ. განთლება, პროფესია რომ მქონოდა, უფრო თავდაჯერებული ვიქნებოდი, ბავშვსაც კარგ პირობებში გავზრდიდი. ჩემი გოგოს განათლება ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. მინდა, მან კომფორტულად იცხოვროს.

თოზუ გულმამედოვა
ფანჯარა
Print