ქალები, რომლებსაც ლაპარაკის უფლება არ აქვთ - თოზუ გულმამედოვა
ჩვენ თემში როცა უცხო სახლში შედიხარ, თუ ქალი დაგხდება, სანამ შენ ახსნი, რატომ, რისთვის ხარ მოსული, მისი პირველი სიტყვებია: "მოიცა, ქმარს დავუძახებ, მე ვერ ვერკვევი ასეთ საკითხებში", ან "ქმარი არ არის სახლში ვერ დაგელაპარაკებით".

იუსტიციის სახლებში გამოკითხვას ვატარებდი. იმისათვის, რომ გენდერის ბალანსი დაცული ყოფილიყო, ქალიც, კაციც უნდა გამომეკეთხა. იქვე, იუსტიციის სახლში, რიგს ელოდებოდა ახალგაზრდა ქალი. მივესალმე ქალს, ვუთხარი, გამოკითხვის ჩატარებას ვაპირებ-მეთქი, სულ 7-8 კითხვა უნდა დავუსვა. კითხვები ასეთია: რა სიხშირით დადიხართ იუსტიციის სახლში? პერსონალი გასაგებ ენაზე გემსახურებათ თუ არა? პირველი კითხვის დასმაც დავაპირე, მაგრამ მისმა ქმარმა მითხრა, მე მკითხეთ, ის ვერ ერკვევა ასეთ საკითხებშიო. შევეცადე, ქმრისთვის ამეხსნა, რომ ეს არ იყო ისეთი კითხვები, რომ მის ცოლს არ ცოდნოდა, რომ მე გამოკითხვა უნდა ჩავატარო ქალთან. მაგრამ, ქმარი თავისას ამტკიცებდა: მან არაფერი იცის ამის შესახებ, მე მის ნაცვლად გიპასუხებთ, ის რამდენჯერ მოდის იუსტიციის სახლში, რა სერვისებს იყენებს, რითი არის კმაყოფილი რითი - არა, მე უკეთ ვიციო. ქალს არაფერი გაუპროტესტებია, როგორც ჩანდა, პირველი შემთხვევა არ იყო, როცა ქმარი მის ნაცვლად გადაწყვეტილებებს იღებდა. დაარწმუნეს, რომ არ იცის, ვერ ერკვევა. დარწმუნებულია, რომ მისი აზრები, გრძნოებები არავისთვისაა საინტერესო.

როცა ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს ვესაუბრები, ვეკითხვები, ქმარს ეწინააღმდეგებით თუ არა, ცდილობთ თუ არა იმის გამოხატვას, რომ გარდა ფიზიკური ზიანისა, იგნორი შეურაცხმყოფელია-მეთქი?

უმრავლეს შემთხვევაში, პასუხი ასეთია: არა, ან გარკვეულ ასაკის მიღწევის შემდეგ. წარმოიდგინეთ კანონის წინაშე თანაბარი ორი მხრიდან ერთი მხარე საკუთარ თავში სხვის ფიზიკური და ფსიქოლგიური დაზიანების უფლებას ხედავს, მეორე მხარე კი საკუთარ თავში ამის პრეტენზიის შესახებ უფლებას ვერ ხედავს. ეს უსამართლობაა. მაგრამ უარესი საშინელება ის, რომ ეს ქალები ისეთ გოგონებს ზრდიან, რომელთა მიზანიც მხოლოდ კარგ ბიჭთან ოჯახის შექმნაა.

თოზუ გულმამედოვა
ფანჯარა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები