404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
სიტყვა „ქალი“ სიტყვა „ბრძოლის“ სინონიმია - შალალა ამირჯანოვა
28 წლის აფსანა საკუთარი ბრძოლის შესახებ გვიამბობს.

„დავიბადე თუ არა, სანამ გაზრდას მოვასწრებდი, ბრძოლა დავიწყე. ოჯახში უფროსი ბავშვი ვიყავი. მამაჩემი საკმაოდ შეძლებული იყო. არანაირი პრობლემა არ გვქონდა, თუმცა, ქალიშვილი შეძლებულ ოჯახშიც კი ზედმეტია და ზედმეტ ხარჯადაც ითვლება. ერთ დღეს, მეზობლის თანატოლ გოგონებთან ერთად გარეთ ვთამაშობდი. უცებ დედამ აღელვებული ხმით შინ მომიხმო. სახლში რომ შევედი, შიგნით რამდენიმე ნათესავი, დეიდა, მამიდა და დედა სიხარულით სავსე თვალებით მიყურებდნენ. მაშინ ბებიამ მითხრა, რომ „გამათხოვეს“ ვიღაცაზე.

15 წლის ვიყავი, ხმაც კი ვერ ამოვიღე, მხოლოდ ტირილი მინდოდა. რამდენიც არ ვეწინააღმდეგე, არავინ მისმენდა. დეიდებმა მითხრეს, ძალიან შეძლებულია, ძლიერი და გავლენიანი ოჯახიაო. ძალიან შემაშინეს. პატარა ვიყავი, რასაც მიხსნიდნენ, ნახევარიც კი არ მესმოდა. ერთი გამოსავალი მქონდა - დათანხმება.

ქორწინების მეორე წელი იყო და ჯერ ბავშვი არ მყავდა. ოჯახში ჩემ მიმართ ძალის გამოყენება დაიწყეს, მცემდნენ, შეურაცხყოფას მაყენებდნენ თუმცა უკვე ვერ ვუთმენდი. იმ პერიოდში თურმე ნათესავები შეკრებილან, უფროს ბიძას უთქვამს, რომ ეზოში მყოფი ძაღლის მაგივრად შვილი დაიბრუნე სახლში, ერთი ნაჭერი პურით არ დაგაკლდება არაფერიო.

ამის შემდეგ ოჯახებმა ჩვენი დაშორების გადაწყვეტილება მიიღეს და მე მამაჩემის სახლში დავბრუნდი. აქაც არ დამთავრდა ტანჯვა, თუმცა ჩემი მეორე მეუღლე იმედი გახდა ჩემთვის. მშობლებს მხოლოდ და მხოლოდ ჩემი მოშორება უნდოდათ და ასეც მოიქცნენ. ამჯერად ჩემი მეუღლე მიყვარდა. ჩვენი ოჯახი მიუღებელი იყო სოფლის ხალხისთვის, რადგან მე გაცილებული ქალი ვიყავი, ჩემი ქმრისთვის კი ეს პირველი ქორწინება იყო. ძალიან ღარიბად ვცხოვრობდით, თუმცა მე ყველა სირთულეს ვითმენდი. ჩემი შვილი რომ დაიბადა, ჩვენი ოჯახი უფრო ძლიერი გახდა. თუმცა, ბედნიერებამ ჩემს კარებზე კი დააკაკუნა, მაგრამ დიდხანს არ გაჩერებულა. სოფელში ერთ-ერთ ქორწილში ქმარს ჩემზე მიუღებელი სიტყვები უთხრეს. ქმარმა ვერ მოითმინა, დანით დააზიანა ერთ-ერთი მათგანი და ციხეში მოხვდა. ბევრი დრო არ იყო გასული, ციხიდან შეგვატყიბინეს, რომ ქმარი ციხეშივე მოკლეს. აი ზუსტად იმ დღიდან დაიწყო ჩემი ნამდვილი ბრძოლა.

მეორედ დავბრუნდი მამაჩემის სახლში. ჩემზე ბევრ ცუდს ამბობდნენ, მე ბინძური ვიყავი მათ თვალში, დედაჩემი, მამაჩემი, უმცროსი ძმაც კი, ყოველდღე მცემდნენ. ჩემი მოშორება უნდოდა ყველას, მე მათ თვალში ზედმეტი ვიყავი. გაუნათლებელი, ენის არმცოდნე, ქალაქშიც კი არნამყოფი გოგონა როგორ შეძლებდა თავის ცხოვრების წარმართვას? ამასთან, შვილზეც მქონდა პასუხისმგებლობა... წლების განმავლობაში სირთულეებით და წამებით ნასწავლ პროფესიას მივმართე და ფერმერი გავხდი. ჰექტრობით მიწის ნაკვეთები ვიქირავე, დავიწყე მიწის დამუშავება, ყველა სეზონზე ვმუშაობდი. იმ პერიოდში დავბრუნდი გარდაცვლილი ქმრის სახლში და ჩემი შვილის ქონება მოვითხოვე. ამჯერად დედამთილი და მამამთილი კარგად დამხვდნენ, ჩემი ბრძოლით და მათი მხარდაჭერით ჩემი შვილი სკოლის ასაკამდე მოვიყვანე.

ამ წლების განმავლობაში გავიგე, რომ თუ ქალს შემოსავალი აქვს, ის ძლიერია და არავის აქვს მასზე ცუდის თქმის უფლება. მიუხედავად პატარა ასაკისა, ბევრი რამ გამოვიარე. ძალადობა ყველაზე ახლო ხალხისგან გამოვცადე. დღეს მე 28 წლის ვარ ვერ წარმოიდგენთ, რამდენად ძლიერად ვრგძნობ თავს. ყველაზე მთავარი იცით რა არის? - როდესაც ქმარს დავშორდი, მეუღლე დავკარგე, ის ხალხი, შეურაცხყოფას ვინც მაყენებდა და ბინძურს მეძახდა, დღეს ჩემს კარებთან მოდის და დახმარებას მთხოვს. დღესაც მაქვს სირთულეები, გაუნათლებელი ვარ, არ ვიცი ენა, მაგრამ დღემდე შეძენილი ის ძალა ჩემი ბრძოლის პირველი ეტაპია და მე ამაზე კარგად გავაგრძელებ. ახლანდელი პირველი მიზანი მართვის მოწმობის აღება და მანქანის ყიდვაა. ჩემს პროდუქციას ჩემით რომ გავიტან ბაზარზე, უფრო ძლიერი ვიქნები. ჩემი შვილისთვის მაგალითი გავხდები!“, - ამბობს აფსანა.

შალალა ამირჯანოვა
ფანჯარა
FaceBook Twitter Google
დაიცავი დისტანცია