404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
ნეტავ ამ ადამიანთან შვილები არ მყოლოდა! - ფარვინ გაჯიევა

11 წლის წინ, მან ცხოვრებაში შეცდომა დაუშვა. მისი ნების გარეშე, დედამ თვითნებურად უცნობ ადამიანს გააყოლა ცოლად. ფიქრობდა, რომ ბედნიერი იქნებოდა. უფროსებს არ შეეშლებათ, ბედნიერი ვიქნები, ანდა როგორმე უნდა მოვითმინოო, ამბობდა. თუმცა, ვერაფრით ბედნიერი ვერ გახდა.



ნარგიზი 28 წლისაა. 5 წლის რომ იყო, როცა მისი მშობლები დაშორდნენ. ნარგიზი და მისი ძმა დედასთან დარჩნენ. ამის შემდეგ, მამამ ისინი დატოვა და საზღვარგარეთ ცხოვრება ურჩია. დედამ შვილები სიმწრით გაზარდა. როგორც ჰყვება, ხშირად პურის ნატეხსაც ვერ პოულობდნენ, რომ ეჭამათ.

ჩვენი შეხვედრის დროს, ნარგიზი ძველ დროს რომ იხსენიებდა, ტიროდა, ცოტა ხანს გაჩუმდებოდა და შემდეგ ისევ განაგრძობდა საუბარს...

ნარგიზის ხელის სათხოვნელად სახლში ჯერ კიდევ მაშინ მიდიოდნენ, როდესაც სკოლის მოსწავლე იყო. რა თქმა უნდა, მამა და ძმა მთხოვნელებს უარით ისტუმრებდნენ, რადგან გოგონა ძალიან პატარა იყო. 17 წლის ასაკში, იგი მხოლოდ და მხოლოდ კერვაზე ოცნებობდა და უნდოდა, მკერავი გამოსულიყო - ეს მისი ბავშვობის ოცნება იყო.

მაგრამ, 17 წლის გოგოს დედას სჯეროდა, რომ მისი შვილი უკვე დიდი იყო და მისი გათხოვების დრო იყო მოსული. ნარგიზი სასტიკად ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ მას არავინ არ მოუსმინა. ბოლოს მანაც დაარწმუნა საკუთარი თავი, რომ დედამისი არ შეცდებოდა. სულ ჩუმად ტიროდა, რომ არავის გაეგო მისი ხმა.

ამბავი დედამისის სურვილისამებრ დასრულდა. ნარგიზი უცნობზე დაქორწინდა. იმ დღეს, მან ცხოვრებაში დიდი ნაბიჯი გადადგა შეცდომისკენ.

„გათხოვება არ მინდოდა. დედას ჩვენ გამო იმდენი ჰქონდა გადატანილი, რომ მისთვის უარის თქმა სისულელე იყო. ვერც ჩემს ოცნებაზე ვერ ვუამბე და ვერც შევეწინააღმდეგე დაქორწინებას. ქორწილის დღეს ჩემში მცხოვრები ბავშვი მოვკალი. მინდოდა, ქმარი შემყვარებოდა. ძალიან ვცდილბდი, მაგრამ არ გამოდიოდა. გოგო გამიჩნდა. ყველა ამბობდა, შვილი რომ გეყოლება, ოჯახი და ქმარი მაშინ შეგიყვარდებაო. ყველაფერი კარგად იქნება, შენ მხოლოდ მოითმინეო. მაგრამ, არაფერი ხდებოდა ისე, როგორც მეუბნებოდნენ“.

დედამთილის თვალში მე მტერი ვიყავი, ის ცუდად საუბრობდა ჩემზე. ამაზე ჩემი ქმარი ბრაზდებოდა და მცემდა. ქმარს უფროსი დაც ჰყავდა. იმასაც არ მოვწონდი, მისი მოსვლის დღეებიც ჯოჯოხეთი იყო. იმ დღეებში ორჯერ უარესად მცემდა ქმარი. ერთ დღეს დედამთილმა და მულმა რომ მცემეს, ქმარს უთხრეს, რომ ცუდი სიტყვები ვუთხარი მათ და დამატებით ქმარმაც მცემა. ადამიანს არ ვგავდი. ამ პერიოდში მეორე შვილი, ამჯერად ბიჭი, გავაჩინე. დედამთილმა იცოდა, რომ ქმარი არ მიყვარდა. ამიტომ ჩემზე თქვა, სოფელში ვიღაც სხვა კაცებს ხვდებაო. რა თქმა უნდა, ეს არავინ არ დაიჯერა ჩემი ქმრის გარდა.

იმ ღამეს ქმარმა ისე მცემა, კინაღამ მომკლა. პოლიციაში განცხადება დავწერე და ქმარი დაიჭირეს. დედასთან დავბრუნდი. დედამთილი ყოველდღე ნათესავებს მიგზავნიდა, ჩემი დაბრუნება უნდოდა. მე იმ სახლში ვეღარ დავბრუნდებოდი. მათ გამო, ცხოვრება ჯოჯოხეთად მექცა და ცხოვრების სურვილიც დავკარგე. მხოლოდ და მხოლოდ შვილების, მარტო ოჯახის გარეშე და სახლის გარეშე დარჩანაზე ვღელავდი. ბევრი რომ ვიფიქრე, შვილების უსახლკაროდ დატოვებას ისევ იმ სახლში დაბრუნება მერჩივნა... ასეც მოვიქეცი - საჩივარი გამოვიტანე და ქმარი სახლში დააბრუნეს.

იმ დღიდან, ცხოვრების არსი საბოლოოდ დამეკარგა. სულ ვამბობ, ნეტავ არ გავთხოვილიყავი მასზე და არც შვილები გამეჩინა“, - ასე საუბარი ნარგიზმა.

როგორც ბალზაკი ამბობს, ქორწინების მომავალი პირველი ღამის დილიდან გასაგები ხდება. დაქორწინებადე, პარტიორი გაიცანით, არავის დაუჯეროთ და იმ ადამიანზე დაქორწინდით, ვინც სიყვარულზე მეტად პატივს გცემთ!

ავტორი: ფარვინ გაჯიევა
ფანჯარა

 

FaceBook Twitter Google
დაიცავი დისტანცია