"ადამიანს დაუსრელებლად უნდა ჰქონდეს მიზნები და ოცნებები" - ფარვინ გაჯიევა
სოციალური ცხოვრება საზოგადოების ნაწილს აშორებს რეალური ცხოვრებისაგან. ასაკის მიუხედავად, უმრავლესობა რეკლამისთვის ცხოვრობს.

ჩვენს საზოგადოებას ჯერ არ აქვს გააზრებული, რა გააჩნია. რა თქმა უნდა, გამონაკლისებიც არსებობს, მაგრამ, მიუხედავად ტექნოლოგიის განვითარებისა, ადამიანებმა ჯერ არ იციან მისი გამოყების წესები.

ჩვენ სოციალურ ქსელებს უარყოფითად, როგორც ხალხურ ენაზე ამბობენ, "ოჯახის დამანგრეველი" მხრივ, ვხედავთ. ძალიან ბევრისათვის ეს უფრო საინტერესოა. სამწუხაროა... ზოგადად, ჩვენს საზოგადოებას დუმილი უყვარს. ჩვენ გვგონია, რომ პრობლემები ჩვენ არ დაგვემართება შორიდან ვაკვირდებით. ჩემი აზრით, გინდ მეზობელთან, გინდ ოჯახში ან შენს ქვეყანაში თუ რამე პრობლემა არის, არ შეიძლება მისი უგულებელყოფა. მაგრამ, სამწუხაროდ, იმის მაგიერ, რომ ვიფიქროთ პრობლემის გადაჭრაზე, გვირჩევნია შორიდან ყურება. ჩვენ მუდმივად ამას ვიმეორებთ: „ეს მე არ მესაქმება, თავისი გადასაწყვეტია“.

ახლა კი ვისაუბროთ საზოგადოების მთავარი წევრის, ქალის შესახებ. საზოგადოებაში ქალის როლი და ადგილი დიდია. იგი ძალიან კარგი მმართველია. თუ ჩვენ დავაკვირდებით, საზოგადოებაში ქალი სუსტი არ არის, ის ნაწყენი, გაბრაზებულია. ჩვენთან ქალების უფლებები შეზღუდულია, ზოგადად სოფლებს ეს ახასიათებს. უფლებადარღვეული ქალები იშვიათად ითხოვონ მათ უფლებებს. ხშირად, ძალადობის მსხვერპლი ქალები ფიქრობენ, რომ ოჯახი, მეუღლე, საზოგადოება რას ეტყვის? ამით ისინი ვერ ცხორობენ ისე, როგორც უნდათ. ნაადრევი ქორწინების მსხვერპლ ქალებში უფრო მეტი გვხვდება მსგავსი შემთხვევები. მათ ჩამორთმეული აქვთ უფლებები ქორწილის დღიდან.

სინამდვილეში, ძალიან ბევრი რამის შეცვლა მინდა, მაგრამ, პირველ რიგში მინდა, რომ ჩემ გარშემო ისეთი ადამიანები მყავდეს, რომლებიც ერთმანეთს პატივს სცემენ...

ფარვინ გაჯიევა
ფანჯარა
Print