404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
გაცხადებული ფიქრი
სამირა ბაირამოვას "გაცხადებული ფიქრი" ადრეულ ქორწინებაზე
რა ვიცით აზერბაიჯანულ თემზე და ნაადრევი ქორწინებაზე? ვიცით თუ არა ამ პრობლემის ნამდვილი მიზეზი და საერთოდ ვინ არიან აზერბაიჯანლები? ბოლო ამბის შემდეგ კიდევ ერთხელ მივხდი, რომ ჯერ არ ვიცნობთ ერთმანეთს.
დიდი ცხოვრების პატარა მეხსიერება….

ალბათ, იმ ადამიანს უფრო კარგად ესმის ის ტრაგედიის არსი, ვიდრე სხვა ადამიანს, რომელიც შორიდან ხედავს ამას. არ ვიცი საიდან როგორ დავიწყო, არ ვიცი როგორ დავალაგო ეს ყველაფერი. არც ვიცი, შემიძლია ემოციების გარეშე ბუნებრივად გამომივიდეს ყველა სათქმელი?

როდესაც საზოგადოებამ ცხოვრება გამინადგურა, მას შემდეგ დავიწყე ბრძოლა, სხვისი ცხოვრების გადასარჩენისთვის ბრძოლა.. მანამდეც იყო ჩემთვის მოძალადე ეს საზოგადოება, რომელიც ვცხოვრობდი, მაგრამ წლების შემდეგ, ჩემთვის მოძალადე გახდა სისტემა, რომელსაც ძალა არ აქვს. ბავშვის დაცვის კუთხით უკვე საკმაოდ დიდი ხანია ვმუშაობ ოჯახში ძალადობაზე და ნაადრევი ქორწინებაზე. მაგრამ კიდევ დამჭირდა წლები გავიგო ამის ნამდვილი მიზეზი. წლები ვმუშაობდი ცნობიერების ამაღლებაზე, ვფიქრობდი, ჩემი ხმა ძალიან შორს წავა და გაიგებს საზოგადოება - წლებია ამის იმედი მქონდა, მაგრამ ეჭვიც მღრღნიდა, რომ რაღაც შეცდომაში ვართ, ზედაპირულია რასაც ვაკეთებთ, როგორ მე, ასევე სხვა უფლებათადამცველები, ვინც ამ საკითხებში უშაუალოდ ჩართულია.

დავიწყე ციდნის წყაროსკენ წასვლა წიგნების დახმარებით და საინტერესო ისტორიების მოსმენით. მეც ზუსტად ასე ვფიქრობდი, რომ ნაადრევი ქორწინება ჩვენი ადათ- წესია და ამის შეცვლა საჭიროა, მიმჩნდა, რომ ეს არის მენტალიტეტი, წმინდა ოჯახის რაღაც მთავარი ოქრო წესსი. ყველაფერს ხომ აქვს წმინდა დასაწყისი..

ყველასთვის ცნობილია, რომ საქართველოში პირველად აზერბაიჯანელი ქალი გახდა პარლამენტის დეპუტატი. ეს არ იყო შემთხვევითი ამბავი ან რაღაც შანსი. 100 წლის წინ დემოკრატიული საზოგადოებაში მოხდა ეს საამაყო ისტორია. იმის შემდეგ კი უხეშად დავითვალე არასრული სიიდან 13 აზერბაიჯანელი ქალი კი სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ყოფილა. "ვიკიპედიაში" არის საკმაოდ ბევრი ინფორმაცია იმ ქალებზე, რომელიც თავის დროზე განათლებული, აქტიური ქალები ყოფილან. არადა, კვოტური სისტემის ნაწილი. ამის შემდეგ ჩემში ძალიან ბევრი კითხვა გაჩნდა. წავიკითხე ბევრი წიგნი, ისტორიულ მასალებში ვეძებდი საინტერესო ისტორიებს და ნამდვილი უხუცესი ადამიანების ისტორიით ცოტა სხვა რეალობაში გადავედი. აღმოჩნდა, რომ ნაადრევი ქორწინება არ ყოფილა აზერბაიჯანელი თემის ტრადიცია და მენტალიტეტი, არც აჰდათ-წესი. როდესაც დავიწყე ამ მიმართულებით მუშაობა, ქალებთან ხშირი შეხვედრები მიწევდა, მაგრამ მათ დიდად არ აინტერესებდათ საკითხი და არც მოდიოდნენ ხანდახან. მე არ ვიცოდი ძირითადი მიზეზი.

უბარლოდ, როგორც სხვები მეც ვამბობდი "აუფ არ აინტერესებთ ამ აზერბაიჯანელ ქალებს" მაგრამ არც მე, არც სხვებმა, არ იციან მათი ცხოვრების ტვირთი, არ ვიცით მოუსვლელობის ნამდვილი მიზეზი.... 5 წლის გოგო ვიყავი. მახსოვს ის დღეები. დედაჩემთან და ბიცოლასთან სოფელში არსებულ კულტურის სახლში დავდიოდი. ძილი მიყვარდა ახლაც მიყვარს და ყველფერზე მეტად მიყვარს კიდევ, როგორც ჩანს მაშინაც კონცერტზე ვიძინებდი ხოლმე და ბევრი რამ არ მახსოვს, მაგრამ კარგად მახსოვს სახლში დაბრუნებისას ის ღამეები. მაშინ ღამის 10 საათზე ქალის სახლში მოსვლა არ იყო პრობლემა, მაგრამ 30 წლის შემდეგ პრობლემად იქცა. ჩემი უბნიდან უცნაურად ჩაცმული ქალი მიდოდა ხოლმე სადღაც. ამბობდნენ, რომ არტისტია და კულტურის სახლში დადის. წლების შემდეგ გავიგე, რომ თურმე სსრ პერიოდში და მის დაშლის შემდეგაც 1996 წლამდე ჩემ სოფელში ყოფილა სოფლის თეატრი, სადაც უმრავლესობა ქალები იყვნენ. დღემდე მახსოვს შინაურული საუბრებში - "მომღერალი რომ იყო ის ქალი“, მსახიობი რომ არის ის ქალი.“ ეს ყველაფერი გრძელოდებოდა 2000 წლამდე. მას შემდეგ 2005-მდე მე თვითონაც ვიყავი კულტურის სახლის აქტიური წევრი, მეც ვიყავი პატარა ექიმი/მსახიობი. ჩვენთან ერთად სხვა „ დიდი გოგოები“ ( სრულწლოვანი) დადიოდნენ ბიბლიოთეკაში, მაგრამ შემდეგ ეს ყველაფერი გაქრა და დამთავრდა. ქალები მას შემდეგ მარტო წყაროზე მიდიოდნენ სასმელი წყლის მოსატანად. ჩემი სკოლის პერიოდში ქალები მე ვეღარ ვხედავდი უკვე. ასევე მახსოვს, ახალგაზრდა გოგონები წყაროზე როგორი გამოპრანჭულები დადიოდნენ. ხანდახან იმ გოგონებიდან რომელიმეს იტაცებდნენ, თითოს მომზადებულები მიდიოდნენ ვინც იცოდა, რომ ვიღაც ბიჭი მოსწონს და მშობლები თანახმა არ არიან... თვითონ მზად მიდიოდა, იცოდა რა ელოდებოდა. მაგრამ იყო შემთხვევები, როდესაც სკოლიდან მოიტაცეს გოგოები.

მე მერვე კლასში ვსწავლობდი. ჩემი კლასელი მოიტაცეს, ჩვენ ვერ გავიგეთ რა ხდებოდა, სამი დიდი ბიჭი ჩამოვიდა მანქანიდან და იძულებით წაიყვანეს ჩემი კლასელი, ჩვენ კი შოკში ვიყავით, გაყინებული ვიყავით, არ გვესმოდა რა ხდებოდა, იმ გოგოს ხმა სხვებმა გაიგეს და მივიდნენ მის ოჯახთან, ჩვენ ვერ გავიგეთ რა მოხდა და არც ის ვიცოდით რა უნდა მოგვემოქმედებინა. ასევე მახსოვს კიდევ ერთი შემთხვევა, ჩემი ნათესავი მოსწონდა ერთ ქალს, კაცი 35 წლის იყო, ქალი იგივე ასაკში. კაცის ოჯახი ღარიბი იყო. ქალი ფიქრობდა, რომ 35 წლის ასაკში სირცხვილი იყო მისთვის ქორწილის გადახდა და თეთრი კაბის ჩაცმა. შეთანხმდნენ, დასახეს რაღაც გეგმა. ეს ყველაფერი კი ჩვენ სახლში ხდებოდა. ქალი ვითომ მინდორში უნდა წავიდეს, ვითომ არაფერი იცის, იმ კაცმა კი ვიღაცებთან ერთად უნდა მოიტაცოს. მე ვიცოდი ყველაფერი. ისიც ვიცოდი სად უნდა მოხდარიყო ეს ამბავი და იმის შემდეგ სად წავიდოდნენ. მივედი იმ ადგილზე, ჩვენი სახლიდან დაახლობით 200 მეტრში იყო. ავედი ხეზე, თითქოს რაღაც ფილმის სცენა იყო, ველოდებოდი ცერომონიას. მაშინ მეხუთე კლასში ვსწავლობდი, ვიყავი ძალიან ცელქი ბავშვი. ქალი მოვიდა შეთანხმებულ ადგილზე და მანქანა გააჩერეს, ორი კაცი ამ ქალისკენ წავიდა და მოიტაცეს. ქალი დახმარებას ითხოვდა "დამეხმარეთ, დამეხმარეთ არ მინდა" შემთხვევის ადგილიდან 100 მეტრში კი კაცების "ბირჟა" იყო. კაცებმა არ იცოდნენ შეთანხმების შესახებ.. ჰყვრიოდნენ. მერე მივიდნენ მის ოჯახთან და უთხრეს ეს ამბავი.

სანახავას მისი ძმა წავიდა. რომ დაბრუნდა თქვა, თავისი ნებით არის წასულიო. დამთავრდა მთელი ცერომონია. ეს კი ჩემთვის, სკოლაში კარგი მოსაყოლი თემა იყო . ასევე ხდებოდა მაშინაც, იძულებითი მოტაცება და არაფერს აკეთებდნენ.. უკვე არ არის საჭიროო, ის უკვე გოგო აღარ არისო ასე ამბობდნენ. ჩემი კლასელის მშობლები ორი დღე- ღამე ეძებდნენ ბიჭს და გოგოს
პოლიციელებთან ერთად. მერე მოიყვანეს სახლში. აპირებდნენ მის შვილს გაეგრძელებინა სკოლა და მერე ჩაბარებინა უნივერსიტეტში. გოგო არ მოდიოდა სკოლაში. მაგრამ ძალიან კარგად სწავლობდა. ორი წლის შემდეგ გათხოვეს მდიდარ ოჯახზე, თვითონ გოგოს ოჯახიც მდიდარი იყო დქ მისთვის პრიველეგიად ითვლებოდა, მაგრამ ნას შემდეგ გავიგეთ, რომ კოლეჯში სწავლობდა. კიდევ ერთი რაღაცალ მახსოვს. მეცხრე კლასში ვსწავლობდი ერთ-ერთი მასწავლებელი ჩემთან მოვიდა და დაიწყო ვიღაც ნათესავზე ბიჭზე საუბარი. აქებდა და რჩევას მაძლევდა, რომ იმ ბიჭს ცოლად უნდა გავყე. 3 წლის წინ ერთ-ერთ გაზეთში გავიცანი ჩემი ყოფილ მასწავლებელი, როგორც საუკეთესო მასწავლებლი. ჩემს მეხსიერებაში კი ყველაზე საზიზღარი მასწავლებელია ახლაც.

ნამდვილ უხუცესებს არ ახსოვს ნაადრევი ქორწინება, სსრ დროს ქალები სწავლობდნენ, ვისაც წითელი დიპლომა ჰქონდა, ის გოგო უფრო პატიოსნად ითვლებოდა. ერთი პატარ შემთხვევა მახსივს ჩემი ბიცოლის "ჭორაობიდან" „ ეს ქალი რას გავსო, ძალიან მახინჯია ახლაც, ამ ულამაზესი კაცმა ეს ქალი წითელი დიპლომის გამო მოიყავანა ცოლადო“, ჩვენთან, უბანში, სულ სამ ქალს ჰქონდა წითელი დიპლომი და სამივემ დიპლომის გამო, სოფლის ყველაზე ლამაზ და მდიდარ ბიჭთან შექმნეს ოჯახიო“. მაგრამ მათთვისაც დრო შეიცვალა ახლა დიდად არ აინტერესებთ დიპლომიანი გოგოები. ახლა ვისაუბროთ ახლანდელ დროში რა ხდება. რატომ შეიცვალა ეს ყველაფერი, რა მოხდა... ჩემი კითხვების პასუხი კი ზუსტად აქ იქნება.

მე მესმის იმ გოგონების, რომლებიც მოტაცების შემდეგ დასთანხმდებიან მოძალადესთან დარჩენას. ჩვენი აზერბიაჯნელი საზოგადოება არ განსხვავდება ამ მხრივ ქართული საზოგადოებისგან. კავაკასიელი ხალხი ასეა, ქალიშვილობა დაკარგული გოგო, უკვე აღარ არის გოგო, ოჯახი იმასაც სხვაგვარად უყურებს. საზოგადოება კი „მეორადი ქალად“ აღიქვამს. გოგო, რომელიც ამ საზოგადოების ნაწილია, მანაც იცის ეს ყველაფერი და ამიტომ რჩება... ის ბავშვია, არ იცის ბრძოლა, არ იცის რომ ცხოვრება როგირც ზღაპრებშია ისე არ არის რეალობაში. ადამიანები როგორ ბოროტები არიან , ესეც კი არ ესმით, მაგრამ ერთი კარგად იციან, რომ ქალიშვილობა დაკარგული გოგო, გოგო არ არის. არც განათლებული, არც წითელი დიპლომიანი, არც მისი უფლების დამცველი კაცი ცოლად არ მოიყვანა მომავალში. თუნდაც იყოს, ვიღაც მაინც არ მიღებს ოჯახში. გოგო თუ დაბრუნებას შეიძლებს, ბიჭს დააკავებენ, მერე მოსამართლე ერთ საპროცესო შეთანხმებას გააკეთებს და მოითხოვს ერთი 10 000 ლარს და გაუშვებს.
ცხოვრება განადგურებული გოგოსთვის ჩვენი რა გვაქვს? როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ, ერთი ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი არსებობს მისი საცხოვრებელი ადგილიდან დაახლოებით 50 კილომეტრში. უმრავლესობამ კი მსგავსი ადგილის არსებობის შესახებ არ იცის. სკოლა არის დიდი იმპერია, საწყალ გოგოს ვერ აიყვანენ, ეს უკვე „სხვაა“. ადვილი არ არის...მე ახლა 30 წლის ვარ და ბევრ რამეს ვერ ვიტან, 15 წლის გოგო როგორ აიტანს? ასევე გამოუცდელი ბავშვი? ეს კი ნამდვილადაა ყველაზე მძიმე ცერომონია. კიდევ ყველაზე მძიმე არის ის, რომ თვითონ ბავშვები მიყვებიან ბიჭს. ეს ნამდვილად მძიმეა. მათ არ იციან რა არის ოჯახი, კიდე უფრო რთული ის არის, რომ რა მოხდა ამ ბავშვის ცხოვრებაში? მას ეჩქარება, სწავლა არ უნდა, ახალგაზრდობის გატარება არ უნდა პირდაპირ დედობისკენ მირბის. ეს ყველაფერი თემის ტრადიცია კი არა, ეს ყველაფერი ბუნებრივად შექმნილი პრობლემაა და ბარიერია. მე 17 წლის ვიყავი, რომ მივხდი, თურმე საქართველოში ვცხოვრობ და ჩემ სახლიდან 15 კილომეტრში ჩემ ქალაქია, სადაც ალბათ, წელიწადში ერთხელ მოვდიდი - სასკოლო პერიოდში წიგნებზე ან ტანსაცმელზე.

იცით ეს ყველაფერი რისი ბრალია? ორმაგი სტანდარტით სავსე სისტემის, რესურსებზე არათანაბარი ხელმისაწვდომის, მე არ ვიცი ყველა რეგიონში რა ხდება მაგრამ მე ვხედავ, რომ აზერბაიჯანელ ბავშვებზე, გოგოებზე, ქალებზე, ადამიანებზე, მოქალაქეებზე ძალიან მცირე ყურადღებაა. ქართველი ბავშვი სოფელშიც კი ბაღში დადის, მუსიკის სკოლაში მიდის, ცეკვაზე მიდის, გარემონტებული სკოლაში მიდის, თეატრში მიდის, კონცერტშიც. მაგრამ აზერბაიჯანელი ბავშვები მარტო დანგრეულ სკოლებში დადიან, ისინი კი საერთოდ სულ სხვა საქართველოში ცხოვრებენ. ეს თემი სოციალიზებული არ არის ნაადრევი ქორწინება არ არის ჩემი ტრადიცია და ადათ-წესი. საქართველოს არსებულმა სისტემამ გვაიძულა, რომ გავხდეთ ბნელი, ჩამორჩენილი. თქვენ მოიტანეთ ეს პრობლემა ამ თემში. ამ დისკირიმინაციულმა მიდგომამ მოიტანა ეს პრობლემა. ზუსტად ეს ორმაგი სტანდარტია, რომ ვერ ჩამოყალიბდა ეს თემი აქტიურად სსრ-ს შემდეგ. იცით რატომ უნდათ ამ ხალხს რუსეთი? რუსეთი პატივს სცემდა, განათლებას აძლევდა, მათი სოფელში რესურზებზე ხელმისაწვდომა ჰქონდათ, მათ ჰქონდათ თავისი მიწა, მათ ჰქონდათ თავის ქალაქში მმართველობის უფლება, ისინი იყვნენ უფრო სოციალიზებულნი. ბოლო 30 წელია კი ეს ყველაფერი ამოღებულია.
რა კარგია დედაქალაქში ზიხართ და ექსპერტად ლაპარაკობთ. საერთოდ იციან ვინ არიან აზერბაიჯანლები, საერთოდ იცით რომელი კულტურის და ღირებულებების მატარებელი არიან? არ იცით, არც აზრზე არ ხართ? რაც იცით, ეს სიცრუა, არ არის სწორი. ჩვენ პრობლემის წყაროს ვერ ვხედავთ, ზედაპირილად ვაკეთებთ ყველაფერს და ამას აზრი არ აქვს.

ნანახი გაქვთ სად ცხოვრებენ, იცით, რომ დაბადებიდან ბევრი რამეში ამ ბავშვებს უფლება არ აქვთ, იცით რომ ეს ბავშვები არც ბაღში არ დადიან? ნამდვილად ძალიან ბევრი რამ არ იცით, რაც საჭიროა. თვითონ სამართალდამცავებმა ძალიან კარგად იციან უკვე ამ თემის ნაკლი, ყურადღებას არ აქცევენ. ნორმალურია, რომ პოლიციელი ამბობს, ეს მათი ტრადიციაა და ორი დღის შემდეგ მოვლენ შერიგებაზე, მოტაცების ფაქტზე? პოლიციელი ჩადენილ დანაშულს ყურადღებას არ აქცევს, ეს ნამდვილად არ არის ნორმალური. ეს ყველაფერი თქვენი ბრალია, სისტემის ბრალია. კი ჩემთან თემში 1990 წლიდან დაწყებული 2005 - მდე ყოველი 10 ბავშვიდან 6–7 ნაადრევი ქორწინების/ მოტაცების მსხვერპელი იყო, იცით რატომ უყვარდა ამ ხალხს სააკაშვილი? იმიტომ, რომ პატივის სცემდა, იმიტომ , რომ კანონის აღსრულება დაიწყო. მეც და თქვენც ალბათ გახსოვთ, როგორ შემცირდა იმ პერიოდში ეს პრობლემა. ბოლოსდაბოლოს ჰამიდმა ვერ აიტანა ეს ყველაფერი, აგინა ჩაკეტილ საზოგადოებას, მაგრამ თვითონ კი არ იცის პრობლემა ახლანდელში კი არა წარსულშია, პრობლემა ხალხში კი არა, სისტემაშია, პრობლემა შიშშია. ხომ ვიცით ძალიან რთულია ჩაკეტილ თემში უფლებებზე ლაპარაკი, ხო ვიცით მათი ყველაზე სუსტი წერტილი რა არის? თვითონაც კი არ იცოდა ამ თემის პრობლემა. გინებით, შეურაცხყოფით არაფერი გამოდის, 1 თვეში ყველაფერი დაავიწყდებათ, მანამდე მსგავსი რაღაცები კი მოხდა მაგრამ კიდე თუ ხდება უნდა ვიცოდეთ, რომ სტრაგეტია შესაცვლელია, ასე ვერ მივაღწევთ შედეგს.

ძალიან მძიმეა ბავშვის ცხოვრების განადგურება, ამაზე იქით კი არაფერია, ადამიანი, რომელიც მარტო ერთხელ იბადება და ცხოვრებას უნადგურებენ, ქალი ვალდებულია იცხოვროს, უბრალოდ ვალდებულია, ამაზე მძიმე არაფერია ამ მსოფლიოში. მაგრამ არის არაძალადბრივი გზის მექანიზმი, სიძულვილის გარეში ბრძოლა, რომელიც ამის ყველაზე ნათელი მაგალითი მაჰატმა განდია. ამიტომ ჩვენ უფრო თავიდან უნდა დავიწყოთ ამ პრობლემის მოგვარება არა ბოლოდან. მიზეზზე უნდა ვიმუშაოთ, არა შედეგზე. XXI- ე საუკნეში ჩვენ ქართველი და აზერბაიჯანელი თემი, ერთმანეთს არ ვიცნობთ. თუ არ ვიცნობთ რა გვინდა? არც ეს არ არის დომინანტი საზოგადიების ბრალი, რაც წაიკითხეს, ის იციან, რასაც უყურებენ იმის სჯერათ, მედიაში კი მარტო ნაადრევი ქორწინება „ პეჩათ“ ფაქტია. ვწუხვარ, ასევე იმ ადამიანებზე, რომელიც ამ თემაზე მუშაობენ მაგრამ ჯერ არ იცნობენ ამ თემს. რა ვიცი, მივდივართ ევროპისკენ, მაგრამ ერთმანეთს არ ვიცნობთ, უბრალოდ მივდივართ!

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია