404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
"გოგოს რაში სჭირდება განათლება?" - დურდანა ხუდიევა

ხშირად, გოგონებს ოჯახის წევრები, მეუღლე ან მამა - ეუბნებიან, შენ არ უნდა გააგრძელო განათლება, გოგოს რაში სჭირდება განათლებაო?


ქალს არ შეუძლია, მომავალზე იოცნებოს, ქალი არ არის ადამიანი?
პირიქით, თუ ოჯახში გოგო არის, მშობლებმა მისი განათლებისთვის ყველაფერი უნდა გააკთონ. კი მაგრამ, ეს გოგო მომავალში რომ დაოჯახდება და დედა გახდება, ბავშვები ხომ უნდა აღზარდოს? თუ გოგოს არ სჭირდება განათლება, თუნდაც ოჯახში მისი ფუნქცია როგორი იქნება? მხოლოდ განათლებულ დედას შეუძლია განათლებული თაობის აღზრდა!

თუ ქალს არ მისცემთ საშუალებას, რომ განათლება მიიღოს, თუ თქვენ იძულებით დააქორწინებთ მას და აიძულებთ, ბავშვი გააჩინოს იმ კაცისგან, რომელიც არ უყვარს, იგი როგორ აღზრდის ბავშვს სწორად?
ამაზეც ვისაუბროთ მშობლებმა, თუ როგორ აშორებს გარემო გოგოს განათლებისაგან ფსიქოლოგიური ზეწოლით და როგორ უგულებელყოფს მის ინტერესს განათლების მიღებასთან დაკავშირებით.

ამის სამაგალითოდ, ერთი გოგოს ისტორიას მოგიყვებით, მის აუხდენელ სურვილებზე.
მისი ყველაზე დიდი ოცნება ის იყო, რომ მხატვარი გამოსულიყო. მაგრამ, მშობლებმა იგი გადაარწმუნეს, მასწავლებლობა არის ქალისთვის საუკეთესო პროფესიაო. ქალის სურვილებს, ოცნებებს არ აქვს მნოშვნელობა. „შენ ქალი ხარ“, "შენ დედა ხარ“, "შენ ვიღაცის რძალი ხარ“, „ვიღაცის შვილი ხარ“, და ასე დაუსრულებლად. გოგოებიც ამაგაზე თანხმდებიან, ავიწყდებათ თავიანთი სურვილები და მათთვის გადაწყვეტილი ცხოვრებით ცხოვრობენ. ისინი იძულებით, ან ადრეულ ასაკში ქმნიან ოჯახს, შემდეგ ბავშვებს აჩენენ და მთელ ცხოვრებას ნაჩუქარი მობილურით ატარებენ. სამწუხაროდ, მათ ეს ჰგონიათ ცხოვრება. ბავშებიც ბაძავენ მშობლებს და ამგვარად, თვითონ საზოგადოება ხდება მსხვერპლი.

დურდანა ხუდიევა
ფანჯარა


 

FaceBook Twitter Google
დაიცავი დისტანცია