"რძალი ჩემი ცოცხია..." - ზიადდინ გუსეინოვი
მიუხედავად იმისა, რომ თანამდრეოვე მსოფლიოში ვცხოვრობთ, 21-ე საუკენეში ქალებთან დაკავშირებით უამრავი სტრეოტიპი არსებობს. მინდა, რამდენიმე მათგანი განვიხილო.

დავიწყოთ სტრეტიპით „ქალი სუსტი არსებაა“. ჯერ მინდა გითხრათ, რომ სიტყვა „არსება“ არასწორია. არსება კი არა, ადამიანია... რაც შეეხება „სუსტს“, - არა, ეს ასე არ არის. დღემდე, მეორე სქესი არასოდეს მინახავს სუსტი. წინა საუკუნეში, კომუნისტებს დროს, ყველა ქალი თან მუშაობდა, სახლში ფული შემოქონდა, თან ბავშვს ზრდიდა. ასევე იყო სკოლაშიც - ქალი მასწავლებლების რაოდენობა უფრო ბევრი იყო, ვიდრე კაცების. დღეს თბილისში კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფრო მეტი გოგო სწავლობს და მიმდინარე პროცესებში აქტიურად არის ჩართული, ვიდრე კაცები. ჩემი ქართული ენის მოსამზადებელ ჯგუფშიც გოგოები უფრო მეტი იყო. გამომდინარე იქიდან, რომ უფრო მეტი განათლებული და აქტიური გოგო გვყავს, ქალები სუსტები ვერ იქნებიან. შეიძლება, სუსტში ფიზიკური ძალა იგულისხმება, მაგრამ არიან გოგოებს, რომლებიც ფიზიკურად არიან სუსტები, სამაგიეროდ, დიდი მიღწევები აქვთ.

როგორც აღვნიშნე, გოგო სტუდენტების რაოდენობა უფრო მეტია, ვიდრე წინა წლებში, და ეს რიცხვი ყოველ წელს მატულობს. რა თქმა უნდა, ეს ძალიან პოზიტიური სიტუაციაა, მაგრამ ეს სიტუაცია, სქესის და ასაკის მიუხედავად, ყველას არ მოსწონს. დავუშვათ, ამბობენ, რომ „ ვიღაცის შვილი თბილისში სწავლობს, ვინ იცის, იქ რას შვრება? თვალწინ კი არ ჰყავთ...", ან „ვიღაცის შვილი დავინახე "მარშრუტკაში", მარნეულში მიდიოდა უნივერსიტეტში მოსამზადებლად. მის დედ-მამას კარგი გამძლეობა ჰქონია, მარტო როგორ უშვებენ გოგოს?". ჩემი აზრით, ამ ტიპის ფრაზების ავტორები უმეტესად ქალები არიან. ქალებს პირველ რიგში ქალებმა უნდა დაუჭირონ მხარი. ალბათ ყველას ახსოვს დედამთილის ფრაზა ცნობილი აზერბაიჯანული ფილმიდან „რძალი ჩემი ცოცხია, სადაც დავდებ, იქ იდგება“. თუ ქალი ქალზე ამას ამბობს, კაცებისაგან რაღაცის მოლოდინი არალოგიკურია. ისე, ისიც არალოგიკური იყო, ადრე გოგოებს პატარა ასაკში რომ მარხავდნენ ან ცოცხლად წვავდნენ. ალბათ მათ ავიწყდებოდათ, რომ ქალის მიერ იყვნენ გაჩენილები. ჩემი სათქმელს კი წმინდა მუჰამედის ნათქვამით ვასრულებ: „სამოთხე დედების ფეხქვეშაა“. არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქალები საზოგადოების ნაწილია, ის ნაწილი, სადაც სამოთხეა.

წყარო: ფანჯარა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები