რესურს ცენტრის დირექტორმა არ იცის რამდენმა პედაგოგმა დატოვა სკოლა, თუმცა ვარაუდობს, რომ 250-მა
მარნეულში, სავარაუდოდ,  250-მა საპენსიო ასაკის მქონე პედაგოგმა პროფესიული საქმიანობა შეწყვიტა. აღნიშნულ რიცხვს მარნეულის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის დირექტორი  ქენან ომაროვი ვარაუდობს. როგორც ის რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ამბობს,  ზუსტად არ იცის  თუ რამდენმა მასწავლებელმა დატოვა სკოლა ჯილდოს სანაცვლოდ. 

„ზუსტად არ ვიცი, სავარაუდოდ, 250 მასწავლებელი წავიდა სკოლიდან“ - თქვა ქენან ომაროვმა.

იმის გასარკვევად, თუ რამდენმა პრაქტიკოსის სტატუსის მქონე პენსიონერმა პედაგოგმა ისარგებლა სამინისტროს შეთავაზებით და პროფესიულ საქმიანობას წყვეტს, ამის გასარკვევად ქენან ომაროვმა მარნეულის 74 საჯარო სკოლის დირექტორთან დარეკვა შემოგვთავაზა.

ჯილდოს მიღების მსურველ პედაგოგთა რეგისტრაცია 20 აგვისტოს დასრულდა.  

ჯილდოს აღების სურვილი პედაგოგებმა მას შემდეგ გამოთქვეს, რაც პენსიონერ მასწავლებლებზე განათლების სამინისტრომ შეთავაზება გაავრცელა - 2 წლის ხელფასი ჯილდოს სახით და სიცოცხლის ბოლომდე ჯანმრთელობის დაზღვევა.

თუ რამდენი საპენსიო ასაკის მქონე მასწავლებელი გვყავს მარნეულის მასშტაბით, ამის სტატისტიკური მონაცემები მარნეულის საგანმანათლებლო რესურს ცენტრს არ აქვს. თუმცა მასწავლებელთა საერთო რაოდენობა დაახლოებით 3 000-ია.

განათლების
სამინისტროს ცნობით, ორი წლის ხელფასის ჯილდოს სახით გადაცემა იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს ეხებათ, რომლებმაც საპენსიო ასაკს მიაღწიეს, არ სურთ გამოცდაზე გა

სვლა, ან გასვლის შემთხვევაში ჩაიჭრებიან, ან კიდევ განმეორებით გამოცდასაც ვერ ჩააბარებენ.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123