გადაცემა ჩვენი ფულებები -საგანგებო მდგომარეობის პირობებში ბიზნეს საქმიანობა

გადაცემაში მიმოვიხილავთ საქართველოში საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე გამოცხადებულ საკარანტინო პირობებს;
საგანგებო მდგომარეობის პირობებში ბიზნეს საქმიანობას, საკარანტინო რეჟიმის დროს გადაზიდვების წარმოებას და სხვა კომერციული საქმიანობის ჩარჩოებს;
გადაცემის ჩაწერის შემდგომ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შევიდა ცვლილება დადგენილებაში რომელიც არეგულირებდა ონლაინ გაყიდვების საკითხს, რომლის მიხედვითაც: დასაშვებ ეკონომიკურ საქმიანობად განსაზღვრა ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც სახლიდან ხორციელდება. ამ დათქმამ ხელახლა გააჩინა, ყველა ტიპის ონლაინგაყიდვის შესაძლებლობა.

უფრო ვრცლად გადაცემის მოსმენისას გაიგებთ

წამყვანი, იურისტი მარიამ გაბრიელაშვილი

აზერბაიჯანულ ენაზე თარგმანს ოქტაი ქაზუმოვი უზრუნველყოფს




გადაცემა ყოვლე ხუთშაბათს 13:00 საათზე რადიო მარნეულის ტალღაზე 96.9 FM

განმეორებით კი შაბათს 13:00 საათზე; სამშაბათს - 13:00 საათზე; კვირას -17:00 საათზე

გადაცემის ვიდეო ჩანაწერი რადიო მარნეულის Facebook გვერდზე იდება.


პროექტი დაფინანსებულია დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, აშშ-ის საელჩოს მიერ. გამოცემაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შეიძლება არ ასახავდეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თვალსაზრისს.

Print