კორონავირუსით ინფიცირებული 26-ე პაციენტი გარდაიცვალა
კორონავირუსით ინფიცირებული 26-ე პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ჟურნალისტებთან NCDC-ის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„გარდაცვალების მაჩვენებელი ჩვენ გვაქვს 0.57%, გვქონდა დღეს დილისთვის 25, სამწუხაროდ, დაგვემატა ერთი ბათუმში. სულ 26 პაციენტია გარდაცვლილი. ბოლო 48 საათის განმავლობაში 5 პაციენტი დაიღუპა, ყველა მათგანი იყო უმძიმესი პაციენტი, რომელიც იმყოფებოდნენ ხელოვნურ ვენტილაციაზე,“ – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, რომ პაციენტი 70 წლის იყო და მას თანხმლები ქრონიკული დაავადებები ჰქონდა.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციითვე, დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 70-მდე პაციენტია, რომლის მდგომარეობაც მძიმეა – „და ზოგადად ქვეყანაში 11 კრიტიკული პაციენტია“.


წყარო: ნეტგაზეთი
| Print |