404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
"ჩაკეტილი საზღვრების გამო ნაწილები არ იშოვება და შეკეთება ჭირს" - მანქანების ხელსანი
სოფელ ჯანდაში მცხოვრები 18 წლის ალთუნ მუსტაფაევი წლებია მანქანების ხელოსნობით არის დაკავებული.
ამბობს, რომ მარნეულის 56 დღიანი ჩაკეტვის დროს მას საკუთარი სახელოსნოს დახურვა მოუწია. შემოსავლის გარეშე დარჩენილ ხელოსანს დღემდე უჭირს მიღებული ზარალის ანაზღაურება. გვიყვება, რომ ვერც სახელმწიფოსგან გამოყოფილი დახმარებით ისარგებლა.

„სანამ კარანტინი, იყო მანამდე მუშაობა კარგი გვქონდა. კარანტინის დროს ჩაიკეტა ყველაფერი. მთელი მსოფლიო, მარნეული უმუშევარი დარჩა, ხალხს არ აქვს შესაძლებლობა. ზოგს სახელმწიფომ დაეხმარა, თუმცა ბევრმა ვერ ისარგებლა დახმარებით“

ახალგაზრდა ხელოსანის თქმით, მან მარნეულის გახსნის შემდეგ ბევრი მომხმარებელი დაკარგა. საზღვრების ჩაკეტვის გამო მანქანის ნაწილები ძნელად იშოვება და შეკეთებაც ჭირს.

„კარანტინის მოხსნის მერე სამუშაოები ცოტაა. შეიძლება ითქვას, რომ არ იყო არანაირი სამუშაო. რა თქმა უნდა, კლიენტი როცა მოდის, ვალდებული ვართ მოვემსახუროთ. ჩვენი თხოვნაა, რომ გზები გახსნან, დავბრუნდეთ ჩვეულ მდგომარეობას. ახლა ისეთი მანქანებს ყიდულობს ხალხი, რომ მათი ნწაილები აქ ვერ იშოვება და თბილისიდან უნდა ვიყიდოთ. მაგრამ იქ, ფაქტორივად, ყველაფერი დაკეტილია. მდგომრარეობა რთულია, იჯარით გვაქვს აღებული ობიექტები. ორი თვეა ვერ გადავიხადეთ ქირა. გვინდა, რომ ყველაფერი ძველებურად იყოს“

მარნეულის მუნიციპალიტეტი 56 დღის განმავლობაში იყო ჩაკეტილი იყო. ეს პერიოდი კი ადამიანების ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებისთვის საკმარისი აღმოჩნდა.

რადიო "მარნეული"
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია