რადიო „მარნეულის“ ჟურნალისტი „ქარტიის პრიზი 2020-ის“ გამარჯვებული გახდა
დღეს, 19 დეკემბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ
„ქარტიის პრიზი 2020-ის“ გამარჯვებულები გამოავლინა.
ეთიკის ქარტიამ გამარჯვებულები რვა ნომინაციაში გამოავლინა.
ნომინაციაში ვიდეორეპორტაჟი COVID-19-ზე სათემო რადიო „მარნეულის“
ჟურნალისტის, ვლადიმერ ჩხიტუნიძის, მასალამ გაიმარჯვა სათაურით -
„ძალიან მეშინოდა“, "არ ვიცოდი ომი იყო თუ რა“ - Covid-19 და
მარნეულის ყრუთა კავშირის ბენეფიციარები
გთავაზობთ გამარჯვებული მასალებისა და მათი ავტორების
ჩამონათვალს:
ვიდეორეპორტაჟი - თამარ გელაშვილი - სტუდია მონიტორი - უშგულის
ზარი
მულტიმედია - თეა თოფურია - რადიო თავისუფლება - მოგიყვებით, როგორია
საარსებო მინიმუმით ცხოვრება - რადიო თავისუფლების ექსპერიმენტი;
ექსპერიმენტი გრძელდება: მეორე კვირა საარსებო მინიმუმზე; მესამე
კვირა საარსებო მინიმუმზე;
ჟურნალისტური გამოძიება - ზურა მოდებაძე - სტუდია მონიტორი - სუს-ის
პროტეჟეები
სტატია - თამარ ბაბუაძე, სალომე მელუა - ინდიგო - აკრძალული ჰაერი
მულტიმედია COVID-19-ზე - მანანა ქველიაშვილი - ბათუმელები - COVID-19
აჭარაში
სტატია COVID-19-ზე - რობიზონ ზარიძე - სამხრეთის კარიბჭე -
საკარანტინო სასტუმროების პროგრამა - მილიონები პარტიის მეგობრებს
გამოძიება COVID-19-ზე - გიორგი მგელაძე - რადიო თავისუფლება -
“პირბადე ლუგარის სერტიფიკატით” - სარეკლამო მინაწერი თუ ხარისხის
ნიშანი
პირველ ოთხ კატეგორიაში პრიზი გაიცა აშშ-ს საელჩოს დემოკრატიის
კომისიის მცირე გრანტების პროგრამის მხარდაჭერით, ხოლო COVID-19-ის
საკითხებზე პრიზი დაწესებული იყო IREX-ის M-TAG პროგრამის მიერ.